სოლიდარული ვიქნები პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს — ყაველაშვილი
ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ერთადერთი, ვის მიმართად ის შეიძლება სოლიდარული იყოს, ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია, რომელმაც თქვა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს. ყაველაშვილის საზოგადოებას, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მოუწოდებს "თავს მოერიონ".
"თუ შეიძლება მე სოლიდარული ვიყო, სოლიდარული ვიქნები მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც განაცხადა, რომ [სააკაშვილს] არასოდეს არ შეიწყალებს, იმიტომ, რომ მას ახსოვს ირინა ენუქიძის თვალები, მას ახსოვს ბუტა რობაქიძის დედის თვალები და გვახსოვს უამრავი დანაშაული და მოერიეთ თქვენს თავს, ჩემო კოლეგებო და ძვირფასო საზოგადოებავ, მოერიეთ თქვენს თავს.
სააკაშვილი დღეს როგორც გინდათ, რომ წარმოაჩინოთ, ის არ ჩამოსულა და არ ჩაბარებულა. დააკვირდით, აბა ამ ტელევიზიების ნარატივს, ჩაბარდა, რა ჩაბარდა, ის შემოიპარა როგორ ვირთხა და ის დაკავეს, და არა ჩაბარდა", — ამბობს ყაველაშვილი.
ყაველაშვილის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე "ფულით გადახდილი" 15 000 ადამიანი იყო შეკრებილი.
"მას ჰქონდა დესტაბილიზაციის გზა, რომ არეულიყო და თითქოს იქ რომ წარმაჩინეს, რომ 100 000-მდე და 60 000-მდე კაცი იყო, დაახლობით 15 000-მდე მაქსიმუმ, ფულით გადახდილი უამრავი ადამიანი ჩამოყვანილი. აი, იმ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რითიც დავიწყე იმით დავამთავრებ, რომ ნაცობა სირცხვილი არ არის, ნაცობა ბოროტებაა, სირცხვილი არის ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა", — აღნიშნავს ის.
სალომე ზურაბიშვილმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს.
14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ათასობით ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი წაიკითხა. წერილში ის საზოგადოებას "დიდი შერიგებისკენ" მოუწოდებს და ამბობს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ წყენა და უარყოფითი ემოციები, რადგან კიდევ ერთი რევანში მორალურად გაგვანადგურებს.
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
კომენტარები