დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 082, ხოლო გარდაიცვალა 36 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 555 კვლევა ტესტით, მათ შორის, 42 546 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 009 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,15%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 8,64% ხოლო 7 დღის მანძილზე — 9,12%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 670 552-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 616 937-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს სულ 9 546 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 1 862;
  • აჭარა — 202;
  • იმერეთი — 1 151;
  • ქვემო ქართლი — 353;
  • შიდა ქართლი — 389;
  • გურია — 140;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 412;
  • კახეთი — 912;
  • მცხეთა-მთიანეთი — 139;
  • სამცხე-ჯავახეთი — 119;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 60.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 043 საიდანაც, მძიმე პაციენტია 1 257, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 270.

1 020 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 37 453 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმოფება 61 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 29 935.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: