კედლის დაწევის გამო სადარბაზოს კარი არ გაიღო, ბრალდებულებმა გასამაგრებლად კონსტრუქციები მოიტანეს — პროკურორი
ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმის პროკურორის განცხადებით, შემთხვევის დღეს, 8 ოქტომბერს ბრალდებულებმა შენიშნეს, რომ კორპუსის სადარბაზო კარი არ იღებოდა და კედლის დაბლა დაწევა იყო დაწყებული, თუმცა პროკურორის თქმით, მათ აღნიშნულის შესახებ არავის არ შეატყობინეს და კორპუსის გამაგრების მიზნით, ადგილზე რკინის კონსტრუქციები მიიტანეს.
"8 ოქტომბერს, დილის საათებში, როდესაც ბრალდებულები მივიდნენ ობიექტზე, ჩამონგრეულ კორპუსთან, სადაც აპირებდნენ სამუშაოების გაგრძელებას, მათ შენიშნეს, რომ არ იხსნებოდა საცხოვრებელი კარი, სადარბაზო, შესასვლელი კარი. იმიტომ არ იხსნებოდა ეს კარი, რომ კორპუსს უკვე ჰქონდა კედლის დაწევა დაბლა დაწყებული, შესაბამისად, კარი არ გაიხსნა.
მათ ნაცვლად იმისა, რომ ამის თაობაზე ან სახელმწიფო ორგანოებისთვის შეეტყობინებინათ, ან თუნდაც მეზობლებისთვის ეთქვათ — შესაძლებელი იყო, იქ მინიმუმ ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადარჩენილიყო — ნაცვლად ამისა, ისინი წავიდნენ, მოიტანეს რკინის კონსტრუქციები, გასამაგრებლად თითქოსდა ამ კორპუსის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვეღარ მოასწრეს. არანაირი შეტყობინება ბრალდებულების მხრიდან სახელმწიფო სამსახურებში იმის თაობაზე, რომ კორპუსს ჰქონდა ნგრევა დაწყებული ანდა არსებობდა ბზარები, მსგავსი არ ყოფილა", — განაცხადა მან TV პირველის ჟურნალისტთან.
მისი თქმით, ბარლდებულმა რკინის კონსტრუქციები საკუთარი სამუშაო ადგილიდან, სასტუმრო რედისონიდან მოიტანა. თუმცა პროკურორი ვერ აკონკრეტებს, კერძოდ ვისგან წამოიღო ბრალდებულმა აღნიშნული კონსტრუქციები. მისივე განცხადებით, ბრალდებულებს სახელმწიფოსგან არ ჰქონდათ ნებართვა, რომ მზიდი კედლების ნგრევა განეხორციელებინათ. პროკურორის თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ნებართავა მხოლოდ გარე ფასადის სამუშაოებზე არსებობდა.
"ანუ ბრალდებულს ჰქონდა უფლება გარე ფასადის სამუშაოები განეხროციელებინა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ფანჯრების ნაცვლად, უნდა მოწყობილიყო ვიტრაჟი, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გაცემული ნებართვა და არანაირად არ გულისხმობს ეს მზიდი კედლების მოშლას", — განაცხადა მან.
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ 3 ადამიანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულია 9 ადამიანი, გადარჩა ერთი. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.
9 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ზაურ ბუდატოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული მშენებლები. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, ორშაბათს 00:00 საათიდან, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები