საფრთხის შემცველია, ხელისუფლება მსგავს შინაარსში არ უნდა ერეოდეს — ნონიაშვილი ალმას ინიციატივაზე
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, კომპანია ალამს საკანონმდებლო ინიციატივა სიძულვილის ენის შემცველი ბანერების აკრძალვაზე "საფრთხისშემცველია". მისი თქმით, ხელისუფლება მსგავს შინაარსში არ უდნა ერეოდეს.
"კომპანია ალმამ განათავსა წინასაარჩევნოდ სიძულვილის შემცველი ბანერები და ახლა საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომ დარეგულირდეს სიძულვილის ენა რეკლამირებისა და ბანერების განთავსების სფეროში, რაც არის პიარული სვლა საკუთარი რეპუტაციის შესანარჩუნებლად. მეორე მხრივ, არის საფრთხის შემცველი ქმედება, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება მსგავს შინაარსში არ უნდა ერეოდეს და ეს თავად ალმას, როგორც კერძო კომპანიის გადასაწყვეტი იყო წინასაარჩევნო პროცესში, თუ ეს მას რეალურად აწუხებდა", — განაცხადა მან.
თუმცა მისი თქმით, კომპანია სინამდვილეში "არაგულწრფელია", რადგან როგორც ნონიაშვილი აღნიშნავს, ევროპულმა საქართველომ, ასევე, წინასაარჩევნოდ შეუკვეთა პოლიტიკური სატირის შემცველი ბანერების განთავსება, რომელზეც "დღემდე უარზე არიან და საკონტრაქტო ვალდებულებებს არ ასრულებენ".
კომპანია ალმა სიძულვილის ენის შემცველი ბანერების განთავსების კანონით აკრძალვას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საქართველომ ბანერის გაკვრის მოთხოვნით, ალმას, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მიმართა. პარტიის ცნობით, გაკვრის ბოლო ვადა, ხვალ 8 ოქტომბერს იწურება. სწორედ ერთი დღით ადრე გაავრცელა კომპანიამ აღნიშნული განცხადება და სიძულვილის ენის შემცველი ბანერების გაკვრის შეზღუდვა მოითხოვა. როგორც პარტიაში On.ge-ს განუცხადეს, მოლოდინი აქვთ, რომ ხვალ ბანერის გაკვრაზე უარს ეტყვიან. ევროპული საქართველოს რეკლამაზე ქართული ოცნების დამფუნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახე ღორის ფორმაშია გამოსახული.
17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა. Facebook-ზე გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს, რომ პოლიტიკური პლაკატი ვაქცინაციის მოწოდების ბანერს გადააკრეს. 18 სექტემბერს NCDC-მა განცხადება გაავრცელა და ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება დაგმო. ე.წ. სისხლიანი ბანერების შესახებ ცესკოში საჩივარი შეიტანა სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED), ერთიანმა ნაციონალურმა და პარტია დროას თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ.
თავად კომპანია ალმამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავდნენ, რომ ფუნქცია მხოლოდ ბილბორდების კონსტრუქციის ფართის გაყიდვა/გაქირავებაა და მათ ვიზუალზე პასუხისმგებლობას იხსნიდნენ. თუმცა, კომპანიაში, ასევე, აცხადებდნენ, რომ ე.წ. "სისხლიანი" ბანერების შინაარსი მათთვის მიუღებელი იყო. კომპანიის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ხელშეკრულების დარღვევაზე.
28 სექტემბერს ცესკო-ში განაცხადეს, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერებთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამის მიზეზად უწყებაში ასახელებენ იმას, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით არ მომხდარა და მათი დამზადება შპს ალმას ფიზიკურმა პირმა დაუკვეთა.
29 სექტემბერს, ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციური პარტიების კვოტით არჩეულმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერების შესახებ გადაწყვეტილება თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო. ის ამბობს, კომისიას ამის შესახებ არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ ფორმატში არ უმსჯელოა. სიორიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ თავად ემიჯნება ამ გადაწყვეტილებას.
ამასთან, 30 სექტემბერს სახელმწიფო აუდიტის სასახურმა ე.წ. სისხლიანი ბანერების განთავსების ხარჯების კანონიერების შესწავლა დაიწყო. უწყებამ კომპანია ალმასგან გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების დამკვეთის, მათი განთავსების ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები