ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად კონკურსი 12 ოქტომბრამდე გრძელდება
მედიის განვითარების ფონდის (MDF) კონკურსი 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად 12 ოქტომბრამდე გრძელდება.
კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება და გაცნობიერებული მედიამოხმარების ხელშეწყობა.
წლევანდელი გამარჯვებული ბლოგებისა და ვლოგების კონკურსის მეშვეობით გამოვლინდება.
თუ გინდა მოიპოვო 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის ტიტული და ხარ 17-დან 25 წლამდე:
მოამზადე ბლოგი ან ვლოგი (ვიდეო ბლოგი) ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ თემაზე:
- როგორ გავარღვიო საინფორმაციო ბუშტი, ვიპოვო სანდო მედია და გადავამოწმო ინფორმაცია?
- ვინ დგას საზიანო ინფორმაციის უკან - ვინ ადგენს მედიის დღის წესრიგს?
- ჰიბრიდული ომი და უცხო ქვეყნის ინფორმაციული ოპერაციები;
- კრიტიკული აზროვნება ქართულ ან მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურაში.
კონკურსანტებს სპეციალური ჟიური შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს:
- თემის ცოდნა
- პრობლემის საილუსტრაციოდ მოყვანილი მაგალითების რელევანტურობა
- შემოქმედებითობა და ბლოგის შემთხვევაში წერის სტილი
კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 3 გამარჯვებულს გამოავლენს:
საუკეთესო შეფასების მქონე მონაწილე 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის ჯილდოს და "მითების დეტექტორის” რედაქციაში ერთთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის; მე-2 ადგილზე გასული კი — On.ge-ის რედაქციაში.
მე-3 ადგილზე გასული საჩუქრად წიგნების ვაუჩერს მიიღებს.
კონკურსის ფარგლებში მიიღება:
- 2021 წელს გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი ბლოგები
- 2021 წელს გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი ვლოგები
ფორმატები
ბლოგები
უნდა გამოქვეყნდეს ავტორის ბლოგზე ან Facebook Note-ის სახით და ბმული გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტით. ასევე შესაძლებელია, ვორდის ფაილის სახით გამოგზავნა ელ. ფოსტით
ვლოგები
ხანგრძლივობა 10-15 წუთი
უნდა გამოქვეყნდეს ავტორის Facebook ვიდეოს, Instagram reel-ების ან TikTok-ის სერიების სახით და ბმული გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტით. ასევე შესაძლებელია, ვიდეოს mp4 ფორმატის ფაილის გამოგზავნა ელ. ფოსტით MDF-ის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე: [email protected]
წერილის საგანში მიუთითე "ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2021”.
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 12 ოქტომბერი
კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში 24-31 ოქტომბრამდე მოხდება. დაჯილდოების ცერემონიალის გამართვა დამოკიდებულია კოვიდ ვითარებაზე და ინფორმაცია ღონისძიების გამართვის შესახებ გამარჯვებულებს დამატებით ეცნობებათ.
გამარჯვებულთა მასალები მედიის განვითარების ფონდის ვებ-გვერდებსა და სოციალურ პლატფორმებზე განთავსდება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები