2020 წელს ტელევიზიების შემოსავლები გაიზარდა, რადიოებისამ კი იკლო — MDF ანგარიში
ფოტო: essayandspeeches.com
მედიის განვითარების ფონდის მიერ (MDF) მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ გამოქვეყნებლი ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ტელევიზიების შემოსავლები გაიზარდა, რადიოების შემოსავლებმა კი იკლო. ანგარიში, რომელსაც MDF ყოველწლიურად გამოსცემს, ერთი მხრივ, სამაუწყებლო მედიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დეკლარირებულ შემოსავლებს შეეხება, მეორე მხრივ, ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკას.
MDF-ის კვლევამ 2020 წელს შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
- სატელევიზიო მაუწყებლების დეკლარირებულმა შემოსავალმა 176,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებს 37,9 მლნ ლარით აღემატება;
- შემოსავლების ზრდა რუსთავის 2-ის მფლობელის შეცვლის შემდეგ, ამ კომპანიის ყოფილი თანამშრომლებისა და მენეჯერების მიერ 2019 წელს ოპოზიციასთან დაკავშირებული 2 ახალი ტელეკომპანიის მთავარი არხისა და ფორმულას დაფუძნებას უკავშირდება, ასევე, საპატრიარქოს ტელეკომპანია ერთსულოვნების შემოწირულობების ზრდას;
- საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დეკლარირებული შემოსავალი 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 97%-ით მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობების ხარჯზე გაიზარდა;
- 2020 წლის მონაცემებით, სატელევიზიო ბაზრის ყველაზე დიდი წილი (36,5%) კვლავ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის, კერძო ტელევიზიებიდან კი ყველაზე დიდი წილი სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია იმედსა (17,9%) და 2019 წელს დაფუძნებულ,ოპოზიციურ პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ტელეკომპანია მთავარ არხზე (14,2%) მოდის;
- კრემლისტურ პარტია პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული TV ობიექტივის შემოსავლის მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, 2020 წელსაც მფლობელის და არაიდენტიფიცრებული პირის შემოწირულობებია, რაც მთლიანი შემოსავლის 93,3%-ს შეადგენს;
- რეგიონული ტელევიზიების საერთო შემოსავალმა 2020 წელს 13 912 444 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შემოსავალს 3,6 მლნ ლარით აღემატება;
- 2020 წელს რადიოების შემოსავალმა 2019 წელთან შედარებით 2,1 მლნ ლარით იკლო;
- 2020 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედია საშუალებებთან 5 259 287,7 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გააფორმეს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი — 34% ონლაინ მედიაზე მოდის; 28,1 % — ნაციონალური და შერეული დაფარვის, ხოლო 15,3 % — რეგიონულ ტელევიზიებზე; 14,7 % — სოციალურ მედიაზე; 4,3 % — ბეჭდურ მედიაზე; 2,3 % —შერეულ კონტრაქტებზე; 1,3 % კი რადიოებზე გადანაწილდა;
- 2019 წელთან შედარებით 2020 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებს 1 322 015,3 ლარით ნაკლები ღირებულების სერვის კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. ამასთანავე, მხოლოდ ონლაინ მედიის კონტრაქტებია გაზრდილი, სხვა მედიებისთვის განკუთვნილი სერვის კონტრაქტების თანხა კი შემცირებულია;
- ონლაინ მედიებიდან საბიუჯეტო სერვის კონტრაქტების ყველაზე დიდი წილი პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებზე განაწილდა; შემდეგ ადგილზე არიან Kvira.ge, Ipress.ge და მათთან დაკავშირებული ონლაინ პლატფორმები; Primetime.ge; PIA და Daijesti.ge; Newspress.ge და NSP.ge; Imedinews.ge; Reportiori.ge და სხვები;
- ტელევიზიებში საბიუჯეტო რეკლამების გადანაწილება კორელაციაში სატელევიზიო რეიტინგებთან, რომელიც ამა თუ იმ არხის მიერ სატელევიზიო ბაზრის მოცვას ასახავს. ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება იმედთან გაფორმდა, მას მოსდევს რუსთავი 2, მთავარი არხი და TV პირველი;
- რეგიონულ მაუწყებლებს შორის ყველაზე დიდი საბიუჯეტო თანხა, 2016-2019 წლების მსგავსად, კვლავ ქვემო ქართლის ტელევიზიას აქვს მიღებული, რაც მთლიანი შემოსავლის 65%-ს შეადგენს;
- სოციალურ მედიაში ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამის განთავსება კონტრაქტებით საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჰქონდა განსაზღვრული; შემდეგ ადგილზეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
- 2019 წლის მსგავსად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საინფორმაციო მომსახურების გავრცელებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები მასალების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსების გარდა, ინფორმაციის სხვა ფეისბუქ ჯგუფებსა და გვერდებზე გაზიარების ვალდებულებასაც ითვალისწინებდა;
- გამოვლინდა სააგენტო PIA-სთან დაკავშირებული 1 სარეკლამო სააგენტო და 3 ონლაინ მედია, რომელსაც საბიუჯეტო ორგანიზაციების მედია შინაარსის სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებში გაზიარების ვალდებულება ჰქონდა;
- ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრსა და STV.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გამოცემას ინფორმაციის მმართველი პარტია ქართული ოცნების თბილისის მერის მხარდამჭერ ფეისბუკ ჯგუფში, ასევე, 2 დახურული ჯგუფში ევალებოდა. 2 დახურული ჯგუფიდან კი ერთი (ეს საქართველოა) პარტია პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი და ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული აღმოჩნდა, სადაც პოსტებს სახელისუფლებო ექსპერტებიც ათავსებენ;
- შპს კლიპ არტსა და კომისიას შორის 99 500 ლარის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება, ინფორმაციის 9 საინფორმაციო სააგენტოსა და 5 ფეისბუკ ჯგუფში განთავსებას ითვალისწინებდა, ყველა ამ ფეისბუკ ჯგუფს კი თავად კლიპ-არტი ფლობდა;
- როგორც სამეგრელოს მედია ორგანიზაცია (STV.ge), ასევე, კლიპ-არტთან დაკავშირებული ონლაინ სააგენტოები (diagestpia და pia) მმართველი პარტიის ოპონენტების მადისკრედიტირებელ მასალებს კოორდინირებულად ავრცელებდნენ;
- 2014-2019 წლების პრაქტიკის მსგავსად, 2020 წელსაც გამოიკვეთა რამდენიმე მედია საშუალება, რომელთა ნაწილი ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებით გამოირჩევა და რომელთანაც საბიუჯეტო ორგანიზაციებს ინფორმაციის გავრცელებასა და რეკლამაზე სერვის კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული;
- ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ გზავნილებთან ერთად, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, რომელსაც ბიუჯეტიდან 2020 წელს 38 008 ლარის ღირებულების სერვის კონტრაქტი გაუფორმდა, დამატებით კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით კონსპირაციებს და დეზინფორმაციას ავრცელებდა.
საბიუჯეტო რეკლამის და საინფორმაციო მომსახურების გადანაწილება ონლაინ მედიაში, 2020
MDF-ის თანახმად, კვლევები ცხადყოფს, რომ ონლაინ მედიების ნაწილი პროფესიული სტანდარტების დაცვით ახდენს დაფინანსებული მასალების ვებგვერდზე განთავსებასა და აუდიტორიის ინფორმირებას, რომ განთავსებული შინაარსი მედია პროდუქტს არ წარმოადგენს და დაფინანსებულია დამკვეთის მიერ. მოცემულ კვლევაში შემდეგ თავებში გაანალიზებულია მხოლოდ ისეთი შემთხვევები, როდესაც საბიუჯეტო სერვის კონტრაქტები მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე აისახება და ისინი ან მმართველი პარტიის სასარგებლოდ მისი ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიაში არიან ჩართული, ან ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკა აქვთ და დისკრედიტაციასთან ერთად დეზინფორმაციის გავრცელების წყაროები არიან.
საბიუჯეტო რეკლამის გადანაწილება ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებში, 2019-2020
ბეჭდვითი მედია
ბეჭდვით მედიაში ყველაზე მეტი ღირებულების (90 816,43) ხელშეკრულება რეზონანსთან გაფორმდა. შემდეგ ადგილზეა გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა (38 008.37), ვერსია (31 113), FORBES Georgia (20087.2), ვრასტანი (11 139), მსოფლიო 2000 წელს (6670), კვირის პალიტრა (5 150), თბილისელები (4 500), The Economist (3 060), Georgian Medical News (3 000), კატეგორიაში სხვადასხვა ის გაზეთებია გაერთიანებული, რომელთა კონტრაქტები 3 000 ლარზე ნაკლებია. მათ შორის არიან: ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, ახალი თაობა, ალია, გურჯისტანი, ახალი განათლება, Where. ერთიანად კი მათმა ჯამმა 9 330 ლარი შეადგინა.
საბიუჯეტო რეკლამის გადანაწილება რეგიონულ გაზეთებში
სოციალური მედია
შესყიდვების სამსახურის ელექტრონული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებს სოციალურ მედიაში (Facebook) ინფორმაციის გავრცელების მიზნით 738 667 ლარის ღირებულების კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული. სოციალურ მედიაში ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამის განთავსება კონტრაქტებით საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას (179 725 ლარი) ჰქონდა განსაზღვრული; შემდეგ ადგილზეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი (125 446 ლარი); საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (114 126), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (99 500), თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო (57 793).
ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა




კომენტარები