DRI ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვან ფარული მოსმენების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე
ფოტო: Anelo / Shutterstock
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით სახელისუფლებო პარტიას მოუწოდებს, დაბრუნდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და უარი თქვან ფარული მოსმენის, როგორც პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორების იარაღად გამოყენებაზე.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვადასხვა სოციალური ჯგუფების უკანონო აუდიო და ვიდეო მიყურადება ახალ პრაქტიკას არ წარმოადგენს და აღნიშნული მეთოდები მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში კონტროლისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცა.
"შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების ფარული მოსმენა და თვალთვალი, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციური მართლწესრიგიდან გადახვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას", — აცხადებენ ისინი.
DRI-ის განცხადებით, სუს-ის მხრიდან განხორციელებული ფარული მოსმენა და თვალთვალი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მათ შორის, ინტიმური ხელშეუხებლობის დარღვევა წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების ყველაზე უხეშ ხელყოფას, რასაც თან ახლავს კონსტიტუციით გარანტირებული სხვა უფლებების თანასწორობის, მიმოსვლის, სიტყვისა და გამოხატვის საარჩევნო უფლების უგულებელყოფაც.
"საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით, პირადი ცხოვრების უფლება, მხოლოდ კანონიერი მიზნის მისაღწევად შეიძლება შეიზღუდოს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშე, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. თუმცა, ადამიანის ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობის დარღვევა არ შეიძლება გამართლებული იქნას არავითარი გარემოების არსებობისას. პირად ცხოვრებაში ლეგიტიმური ჩარევის შემთხვევაშიც კი, როგორიცაა თვალთვალი კონკრეტული კანონიერი მიზნებისთვის, თვალთვალი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ არსებობს ადამიანის პირადი ცხოვრების ძირითადი სფეროს შელახვის საფრთხე და ჩანაწერები განადგურდეს/წაიშალოს", — აცხადებენ ისინი.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, ასევე, მოუწოდებს პარლამენტს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს სუს-ის/სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულ უკანონო ფარული მიყურადების ფაქტების შესწავლას და დაუყოვნებლივ დაიწყოს მსჯელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ეფექტიანი სამოქალაქო მონიტორინგის, მაღალი ხარისხის ანგარიშვალდებულების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ხელისუფლების მხრიდან უკანონო თვალთვალის რისკებს.
13 სექტემბერს ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
- მედიის ოთხმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
- რაც ვნახე მესენჯერიდან არის ძალიან ბევრი რამე — კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ხაზარაძე გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს
- ტაბულას რედაქტორმა გავრცელებულ ფაილებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად On.ge სუს-თან დაკავშირებას შეეცადა. უწყების პრესსამსახურში, ჯერჯერობით, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
-
ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან
გადახედვა
-
როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
გადახედვა
-
Netflix-მა ფენტეზის ჟანრის სერიალი გამოუშვა, რომელსაც Rotten Tomatoes-ზე 100%-იანი შეფასება აქვს Netflix-მა ფენტეზის ჟანრის სერიალი გამოუშვა, რომელსაც Rotten Tomatoes-ზე 100%-იანი შეფასება აქვს
გადახედვა
-
ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი მომღერალი ნამდვილი სახელით კროსვორდი: გამოიცანი მომღერალი ნამდვილი სახელით
გადახედვა
-
ქვიზი: რა სიშორეზე გაგირბიან ქრაშები? ქვიზი: რა სიშორეზე გაგირბიან ქრაშები?
-
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში
-
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
-
"ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას "ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას
გადახედვა
-
ჯონ სნოუს სამეფო კარის თამაშებში დაბრუნება 2027 წლამდე გადაიდო ჯონ სნოუს სამეფო კარის თამაშებში დაბრუნება 2027 წლამდე გადაიდო
გადახედვა
-
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
-
აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანმა "ოდისეას" გადაღებებზე აგების ჩაცმა აკრძალა — აი, რატომ კრისტოფერ ნოლანმა "ოდისეას" გადაღებებზე აგების ჩაცმა აკრძალა — აი, რატომ
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო
გადახედვა
-
PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება
-
მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული
გადახედვა
-
4 მონაწილე, 4 მედალი — საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე 4 მონაწილე, 4 მედალი — საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე
-
როგორ იქმნება მცირე ბიზნესის ჯაჭვი — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს როგორ იქმნება მცირე ბიზნესის ჯაჭვი — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს
-
ირანელ მომღერალს, ჰიჯაბის გარეშე სიმღერის გამო, 74 როზგი მიუსაჯეს ირანელ მომღერალს, ჰიჯაბის გარეშე სიმღერის გამო, 74 როზგი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკმაყოფილოა, რომ EU მზადაა, სირიასთან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკმაყოფილოა, რომ EU მზადაა, სირიასთან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს
გადახედვა
კომენტარები