პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

უწყვეტი პროტესტის 56-ე დღეს დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.