ლევან მახაშვილი

22 Jan. 2025, 15:24

"თუ ვინმეს რეალურად აქვს სურვილი, რომ საქმეში გაერკვეს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სწორი წარმოდგენა ჰქონდეს, შეუძლია ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს ჩახედოს და ნახოს, რა გადაწყვეტილებები აქვს მიღებული სტრასბურგის სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩახედოს, ძალიან ბევრ საერთაშორისო ინდექსს და ნახოს, სად არის საქართველო დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩახედოს ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა და ნახოს, სად არის საქართველო თითოეული მიმართულებით, რაც ეხება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას.

სამწუხაროდ, ვხედავთ ხოლმე წარმოსახვით საქართველოს ევროპარლამენტის დებატებზე და რეალური საქართველო კი სხვაა. რეალური საქართველო არის ის, რაც აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ევროკომისიის დასკვნებში და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის არა ერთ ანგარიშში. თუ მათ სურვილი აქვთ, მაზოხისტურ რეჟიმში ერთი და იგივე ცრუ ბრალდებების გავრცელება, გააგრძელონ. საუბარი არა მაქვს ზოგადად ევროპარლამენტზე, ჩვენ საუბარი გვაქვს ცალკეული ევროპარლამენტარების მოკლე ვადიან პოლიტიკურ ამბიციებზე, რომლებიც ეფარებიან ხან ევროპარლამენტის ინსტიტუტს, ხან — სხვას და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობენ.

ჩვენ სხვა სურვილი გვაქვს — ჩვენ ამ პროცესს გრძელ ვადაში, გრძელი სტრატეგიითა და გრძელი ხედვით ვუყურებთ. ჩვენ ერთადერთი სურვილი გვაქვს, რომ ევროკავშირთან და მათ შორის ევროპარლამენტთან ურთიერთობები ნორმალურ და ცივილურ ჩარჩოში იყოს"

ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს, სადაც ევროპარლამენტარებმა "ქართული ოცნება" მწვავედ გააკრიტიკეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…