მამუკა მდინარაძე

22 Jan. 2025, 18:18

უდანაშაულო ადამიანს ნამდვილად არ სჭირდება ვინმეს დაცვა, გარდა საკუთარი ადვოკატისა ან მითუმეტეს თავდებში ჩადგომა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, მე ჩემი წარსული პროფესიიდან გამომდინარეც დავესესხები წინა გამოცდილებას - როცა ადამიანი უდანაშაულოა არც თავდებობა სჭირდება, არც ვინმეს დახმარება სჭირდება როცა სამართლიან ქვეყანას და სამართლიან სასამართლოზეა მათი აქციის ორგანიზატორების დროისგან განსხვავებით საუბარი, ვინც რომელ აქციებშიც ანდრო ჭიჭინაძე იღებდა მონაწილეობას

[...] როდესაც სასამართლოში თავის გამართლების ასეთი საშუალება გაქვს, მაშინ უკაცრავად ჟარგონისთვის და უნდა "მიაწვე" ამას და თუ უდანაშაულო ხარ არავინ არ დაგაბრალებს დანაშაულს.

შესაბამისად, ამას არ სჭირდება შემოთვლები და არც რაღაცის თხოვნები - უნდა ჩამოყალიბდე ამ დროს, როგორც ჩემს კლიენტებს ვურჩევდი ხოლმე, როგორც ადვოკატი თავის დროზე, ისე ვურჩევ ნებისმიერს და მე ამაზე აღარ გავაკეთებ კომენტარს იმიტომ, რომ ძალიან ბინძური სახე მიიღო

ძალიან ბინძური სახე მიიღო, იმ ადამიანს იყენებენ რაღაც პოლიტიკურ თამაშებში, ხან რაღაცას დააწერინებენ, ხან დედა სხვა ინტერესებს შვილის ინტერესებზე წინ დააყენებს, და ასე შემდეგ, პოლიტიკურ ინტერესს, წარმოუდგენელია ჩემთვის, მაგრამ ჩემი საქმე არ არის, რაც უნდათ ის ქნან.

მაგრამ მაშინ შემოთვლებს თავი დაანებონ და ჩამოყალიბდნენ, ან გამართლებაზე იზრუნონ, თუ მართალია უნდა გამართლეს, თუ მტყუანია, მაგ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ ან ერთი გზა უნდა აირჩიონ, ან მეორე გზა უნდა აირჩიონ, ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, ამ გზას თუ ირჩევენ შეურაცხყოფისას, მაშინ შემოთვლებს უნდა დაანებონ თავი, თუ შემოთვლები და თავდებობა სჭირდებათ და დახმარება სჭირდებათ, მაშინ ამის პირობები გადავეცი საჯაროდ, და მაშინ შეურაცხყოფას უნდა დაანებონ თავი და ჩამოყალიბდნენ.

ამის იქით მე ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენებ რამდენიმე ათეულ ადამიანს შეიძლება ითქვას

განაცხადა მამუკა მდინარაძემ რეჟიმის დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის შესახებ.


ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ ანდრო [ჭიჭინაძე] "გაითავისებს რა ჩაიდინა" მზადაა თავდებში ჩაუდგეს.

ანდრო ჭიჭინაძემ მდინარაძეს ციხიდან წერილით უპასუხა და დაწერა: "მამუ, ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ“.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს
  2. ქვეყნის საეჭვო გარემოებაში დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილი იტალიური Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორი გახდა
  3. გარდაბანში ავარიას 7 პირი ემსხვერპლა, 1 — კლინიკაში გადაიყვანეს
  4. ბოლო 14 წელიწადში სურსათის ფასები 122%-ით გაიზარდა — ინფლაცია 90-იანი წლებიდან დღემდე
  5. ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორეხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გერმანიის პოლიციამ ვეფხვი, რომელიც ვოლიერიდან გაიქცა და ხანდაზმულ მომვლელს თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

გერმანიის პოლიციამ ვეფხვი, რომელიც ხანდაზმულ მომვლელს თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ინფორმაციას Deutsche…