სალომე ზურაბიშვილი: სამოქალაქო საზოგადოებას უკან დასახევი გზა აღარ აქვს
სამოქალაქო საზოგადოებას უკან დასახევი გზა აღარ აქვს, "ოცნების" რეჟიმი საზოგადოების ყველა სეგმენტსა და გამორჩეულ ფიგურებს ესხმის თავს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომლის საქმეს სერიოზულობას და განსაკუთრებულობას ისიც სძენს, რომ იგი რეგიონულ მედიას წარმოადგენს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მაკკეინის ინსტიტუტში ისაუბრა, სადაც იგი ჟურნალისტებს შეხვდა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
ჟურნალისტ ნანა საჯაიას კითხვაზე, იმ პირობებში, როცა "ოცნების" ხელისუფლება ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების წნეხის მიუხედავად, არ თმობს პოზიციებს, მზია ამაღლობელი კი უკვე 11 დღეა შიმშილობს, რა შეიძლება გაკეთდეს აშშ-ის მხრიდან და ჰქონდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს აშშ-ში მისი ვიზიტის მიმდინარეობისას ამ თემაზე საუბარი, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ იმ ტიპის შეხვედრებზე, რაც მას ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა, აქამდე არ ჰქონია შესაძლებლობა, მზია ამაღლობელზე ესაუბრა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამის შესაძლებლობა მომდევნო შეხვედრებზე ექნება.
"ვფიქრობ, რომ ჟურნალისტთა უფლებადამცველი ორგანიზაციები აქტიურად უნდა ჩაერთონ. მზია ამაღლობელის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, არამარტო იმიტომ, რომ ის იდევნება, როგორც ჟურნალისტი, არამედ იმიტომაც, რომ ის რეგიონულ მედიას წარმოადგენს. რეგიონული მედია კი ისედაც რთულ მდგომარეობაშია. ეს მედიები არსებითი მნიშვნელობისაა ქართული დემოკრატიის მომავლისთვის.", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამერიკული ორგანიზაციები უნდა კონცენტრირდნენ რეგიონულ მედიაზე, რეგიონულ ტელევიზიაზე, პრესაზე, რადგან სწორედ რეგიონებშია მეტი პრობლემა ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით, რადგან იქ უფრო ძლიერია სამთავრობო პროპაგანდა. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან სერიოზული საქმეა და სისტემის პოლიტიკას გამოხატავს.
"ერთ მხარეს არიან მსახიობები, ცნობილები, პოპულარულები, ეს ხალხი პოლიტაქტივისტები არ ყოფილან, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ისინი 9 წლამდე გამოკეტო ციხეში. აქეთ არის ჟურნალისტი, ცდილობენ რეპრესიებში მოაქციონ ყველა, პოლიტიკოსებიც, ყოფილი პრემიერ-მინისტრიც, მათ შორის და ა.შ. მიზანში იღებენ გამორჩეულ ფიგურებს, რომ ყველა მიხვდეს, რეჟიმი ყველასთან მივა. ამასთან, აჩვენებენ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ გზა უკან არ არსებობს. კედელთან დგახარ, არ არსებობს უკან დასახევი გზა, რომც გინდოდეს, რომც დაიღალო და გაჩერება მოგინდეს, ამის შესაძლებლობა უბრალოდ აღარ არსებობს“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის პასუხად.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა "იფიცება საქართველო", მეორედ — ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ კი არც კი განიხილა სარჩელი, რომლითაც მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება გასაჩივრდა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 12 იანვრიდან შიმშილობს.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები