მთავრობის დადგენილი რეგულაციები ინდოელი სტუდენტების მიმართ კვლავ დისკრიმინაციულია — TDI
ფოტო: Getty Images
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები ინდოელი სტუდენტების მიმართ კვლავ დისკრიმინაციულია და სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს შეიცავს.
ინდოეთის მოქალაქე სტუდენტები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ, ინდოეთიდან საქართველოში დაბრუნებას უკვე თვეებია ვერ ახერხებენ. TDI აღნიშნავს, რომ მათთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საფუძვლით დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული, არაგონივრული და დისკრიმინაციულია.
2021 წლის 15 აპრილს, პანდემიის საკითხებზე შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა ხორციელდება მხოლოდ ჩარტერული რეისებით. თუმცა, TDI-ს ინფორმაციით, 2021 წლის 15 აპრილის შემდგომ, ინდოეთიდან საქართველოში ჩარტერული რეისი არ შესრულებულა.
"2021 წლის სექტემბერში, უნივერსიტეტებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით, ინდოეთში მყოფ სტუდენტებს აცნობეს, რომ მათთვის საქართველოში დაბრუნება კვლავ მხოლოდ ჩარტერული რეისით იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩარტერულ რეისს, საქართველოსა და ინდოეთის მთავრობების კოორდინაციის შედეგად მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით, ექსკლუზიურად მხოლოდ ავიაკომპანია GLOBENGEL განახორციელებს. მგზავრობის ღირებულება კი სტუდენტებისთვის შეადგენს 28 000 ინდურ რუპიას, რაც დაახლოებით 380 აშშ დოლარია", — აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.
გარდა ამისა, TDI აღნიშნავს, რომ ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, საქართველოში ვიზიტამდე ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის მიუხედავად, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან. საგულისხმოა, რომ სხვა არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ ექვემდებარება მსგავს შემთხვევაში სავალდებულო კარანტინს, ვაქცინაციის სრული დოზის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში.
"ამასთან ერთად, სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულია თბილისში მდებარე კონკრეტული კოვიდ სასტუმროები (Just Inn, Tbilisi Inn, Appart Hotel), რომლებშიც სტუდენტებს კარანტინში დარჩენა მოუწევთ. სასტუმროებში ორადგილიანი ნომრის ჯამური ღირებულება 600 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ერთადგილიანის — 800 აშშ დოლარს. აღნიშნული ხარჯის გაღება კი სტუდენტებს ევალებათ", — ნათქვამია TDI-ს განცხადებაში.
შესაბამისად, ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ 15 აპრილს ინდოეთიდან მომავალი პირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები არის დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და დისკრიმინაციული. ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება TDI-მ ჯერ კიდევ 15 აპრილს გაავრცელა.
არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაურკვეველია თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება აუცილებლად ჩარტერული რეისით სტუდენტების შემოსვლის ვალდებულებასთან დაკავშირებით მთავრობის N322 დადგენილებაში არსებული რეგულაცია და რატომ არ გაუქმდა ის ამ დრომდე.
ჩარტერულ ფრენასა და კოვიდ სასტუმროებთან დაკავშირებული სქემა კი სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს შეიცავს.
ამასთან ერთად, იმ ფონზე, როდესაც სტუდენტებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ჩარტერული რეისით შეუძლიათ და ამ დრომდე ჯერ არცერთი ჩარტერული განხორციელებულა, რიგ შემთხვევებში საქართველოს უნივერსიტეტები ინდოელი სტუდენტებისგან ფიზიკურად გამოცხადებას მოითხოვენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც, სწავლება დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ არის დაშვებული. ზოგიერთ შემთხვევაში, სტუდენტებს სტატუსი უჩერდებოდათ და არ შეეძლოთ სწავლის გაგრძელება, თუკი საბუთებზე ხელის მოსაწერად ფიზიკურად არ გამოცხადდებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამგვარ პირობებს ინდოელ სტუდენტებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი უწესებდა, ხოლო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ინდოელი სტუდენტებისგან სწავლების პრაქტიკულ კომპონენტებზე ფიზიკურად დასწრებას ამ დრომდე მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სწავლას ვერ გააგრძელებენ.
"აღსანიშნია, რომ სტუდენტები ისედაც მძიმე ფინანსური წნეხის ქვეშ იმყოფებიან. მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ უმძიმეს ვითარებაში კი ისინი ფაქტობრივად იძულებული ხდებიან შეიძინონ ჩარტერული ფრენის ბილეთი კონკრეტულ ფიქსირებულ ფასად და დაექვემდებარონ 14-დღიან სავალდებულო კარანტინს ძვირადღირებულ სასტუმროებში", — ვკითხულობთ განცხადებაში.
TDI საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მოიხსნას ინდოეთის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში დასაბრუნებლად ჩარტერულ ფრენასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვა და მათ საქართველოში რეგულარული რეისებით ჩამოსვილს საშუალება მიეცეთ. ორგანიზაცია, ასევე, მოითხოვს, ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტების მიმართ სავალდებულო 14-დღიან კარანტინთან დაკავშირებით დადგენილი დისკრიმინაციული შინაარსის რეგულაციები გაუქმდეს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები