ცხადია გზა, საითაც "ოცნება" ქვეყანას მიაქანებს — გოგუაძე არჩევნებში ბელარუსი დამკვირვებლების მონაწილეობაზე
პარტია დროას დამფუძნებლის, ნინო გოგუაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხილვა აღმაშფოთებელია. მისივე თქმით, ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულება ცხადყოფს, "საით მიაქანებს ქვეყანას" ქართული ოცნება. ის მიუთითებს იმაზე, რომ ბელარუსში მასობრივი გამოსვლები სწორედ ცესკოს მიერ მიერ გამოცხადებულ შედეგებს მოჰყვა.
"ლუკაშენკოს ბრძანებით, ხალხი არაერთხელ სასტიკად დაარბიეს, დააპატიმრეს ხოლო ათასობით ადამიანი აწამეს. პროტესტს მოჰყვა მსხვერპლიც. სწორედ ბელარუსის ცესკოს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებს ეფუძნებოდა ზემოხსენებული წარმოუდგენელი უსამართლობა. სწორედ ასეთი სახელმწიფოს ასეთი ორგანიზაცია მოიწვია საქართველოს ხელისუფლებამ თავისუფალი არჩევნების დამკვირვებლად.
თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სრულიად აგდებულ დამოკიდებულებას დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მათი რჩევების მიმართ და გავიხსენებთ ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სულ ცოტა ხნის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას, სრულიად ცხადი ხდება ქართული ოცნების ხელისუფლების გეზი, ტრაექტორია და ის გზა, საითაც მიაქანებს ქვეყანას", — განაცხადა გოგუაძემ ბრიფინგზე.
ამასთან, იგი ქართულ ოცნებას პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმთან შეხმატკბილებულად მოიხსენიებს.
საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცესკოც დააკვირდება. ბელარუსის გარდა ცესკოს მიერ 24 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
2020 წლის აგვისტოში ბელარუსში გამართული არჩევნების შედეგებს აშშ და ევროპის ქვეყნები არ აღიარებენ. ისინი ბელარუსის ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან, 9 აგვისტოს დაიწყო. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%. მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნების ეს შედეგები არ ცნო და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, ქუჩებში უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი გამოვიდა.
საპროტესტო აქციებს ლუკაშენკომ მაშინვე რეპრესიები დაუპირისპირა. დემონსტრანტების დაკავებები პროტესტის პირველივე დღიდან დაიწყეს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებდნენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები