ენმ-მ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
ნაციონალური მოძრაობა მიშელის შეთანხმებას შეუერთდა. დოკუმენტზე ხელმოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სხვა ლიდერები მივიდნენ.
ხელმოწერის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით მართ ქართული ოცნება შებოჭეს და არ მისცემენ საშუალებას გავიდნენ დასავლური სივრციდან.
"სანამ ისინი წარმოადგენენ ოფიციალურ პირებს და წარმოადგენენ სახელმწიფოს, ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, სტრატეგიულ მეგობრებს, იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში და ქართველ ხალხს, იმის გამო რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს ზურგი აქციონ. ამისათვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, რომელიც ცნობილი იყო გარკვეულ დებულებებთან მიმართებაში, რაც გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს არის მე-100 და ალბათ მე-200 ხარისხოვანიც კი", — განაცხადა მელიამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.
მელიას თქმით, ბოლო პერიოდში ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები ღიად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ, რაც მისივე შეფასებით, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების მცდელობაზე მიუთითებს.
"წარმოიდგინეთ ყოფნით კადნიერება ქართულ ოცნებაში მაღალი თანამდებობის პირებს, და საუბრობენ, რომ ევროკავშირს სურს თურმე სახელოვანი ქართული სასამართლო სისტემის და შესაბამისად ისინი არ თვლიან საჭიროდ მიიღონ ამ მიმართულებით დახმარება ჩვენი პარტნიორებისგან. ისინი არ ერიდებიან მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორის ესტონეთის გაკრიტიკებას და მოუწოდებენ ესტონეთს, როგორც სახელმწიფოს, რომ მიხედონ საკუთარ თავს. ისინი აკრიტიკებენ ყველა პრაქტიკულად ევროპარლამენტარს და ეუბნებიან რომ თქვენ არ ხართ ჩვენი უფროსები", — აცხადებს მელია.
გუშინ, 1-ელ სექტემბერს ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს. მისივე თქმით, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებაზე უარის თქმა და ქართული ოცნების ბოლო განცხადებები არის ღია პოლიტიკური განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე და სწორედ ეს გახდა მათთვის ბიძგი, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: არასოდეს უნდა შეეგუო შენი თავისუფლებისა და შენი გამოხატვის უფლების შეზღუდვას სალომე ზურაბიშვილი: არასოდეს უნდა შეეგუო შენი თავისუფლებისა და შენი გამოხატვის უფლების შეზღუდვას
-
გადახედვაიპოვეს არასრულწლოვანი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ იპოვეს არასრულწლოვანი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ
-
გადახედვათბილისში არასრულწლოვანს ეძებენ თბილისში არასრულწლოვანს ეძებენ
-
გადახედვარა ითქვა ბუნდესტაგში საქართველოზე — ინტერვიუ მოძრაობა "გზას" დამფუძნებელ გიორგი კაკაბაძესთან რა ითქვა ბუნდესტაგში საქართველოზე — ინტერვიუ მოძრაობა "გზას" დამფუძნებელ გიორგი კაკაბაძესთან
-
გადახედვაორბანის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენს უნგრეთის მთავრობის დამხობა უნდა ორბანის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენს უნგრეთის მთავრობის დამხობა უნდა
-
გადახედვაირაკლი კობახიძის მიერ დღეს გახსნილი ბათუმის შემოვლითი გზა მანქანებისათვის დაკეტილია ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გახსნილი ბათუმის შემოვლითი გზა მანქანებისათვის დაკეტილია
-
გადახედვა"მრავალფეროვანმა საქართველომ" POSTV-ის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა "მრავალფეროვანმა საქართველომ" POSTV-ის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა
-
გადახედვარამდენი წელი სჭირდება "სოფლის შენებას" — 25-30 თუ 12? რამდენი წელი სჭირდება "სოფლის შენებას" — 25-30 თუ 12?
-
გადახედვა"ქართული ოცნების" კლიპის არგაშვებისთვის სასამართლომ სამი ტელევიზია დააჯარიმა "ქართული ოცნების" კლიპის არგაშვებისთვის სასამართლომ სამი ტელევიზია დააჯარიმა
-
გადახედვაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა იწყება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა იწყება
-
-
გადახედვაშეიმუშავეს ბგერითი ტალღა, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს შეიმუშავეს ბგერითი ტალღა, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: მივმართავ საჯარო მოხელეებს, ნუ გაშინებთ ხელისუფლების ცვლილება მამუკა ხაზარაძე: მივმართავ საჯარო მოხელეებს, ნუ გაშინებთ ხელისუფლების ცვლილება
-
გადახედვამეცნიერებმა გეკონებში "მეექვსე გრძნობა" აღმოაჩინეს მეცნიერებმა გეკონებში "მეექვსე გრძნობა" აღმოაჩინეს
-
გადახედვაზელენსკიმ რომის პაპს რუსეთიდან ტყვეების დახსნაში დახმარება სთხოვა ზელენსკიმ რომის პაპს რუსეთიდან ტყვეების დახსნაში დახმარება სთხოვა
-
-
გადახედვალარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
-
გადახედვაბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა
-
-
-
გადახედვა"გახარია საქართველოსთვის" კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივის "გახარია საქართველოსთვის" კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივის
კომენტარები