ამბროლაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.

"ტაბულას" ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

როგორც NEWS.On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.