შაკიკის მკურნალობის გზები
ფოტო: Smartpharm
შაკიკი არ არის უბრალოდ თავის ტკივილი — ეს არის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ძლიერად მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი სრული განკურნება ამ ეტაპზე მედიცინისთვის შეუძლებელია, არსებობს მრავალი მეთოდი, რომლითაც ტკივილის შემსუბუქება თუ შეტევების სიხშირისა და სიმძიმის შემცირება წარმატებითაა შესაძლებელი.
შაკიკის მართვის თანამედროვე მიდგომები მოიცავს, როგორც მედიკამენტურ, ისე არამედიკამენტურ მეთოდებს.
ცხოვრების წესის ცვლილება — პრევენციის პირველი ნაბიჯი
შაკიკის მართვის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია ტრიგერების თავიდან აცილება. ხშირი გამომწვევი ფაქტორებია უძილობა, სტრესი, გადაღლა, არასრულფასოვანი კვება და ფიზიკური ინაქტიურობა. ამიტომ, აუცილებელია ჯანსაღი ძილის რეჟიმის დამკვიდრება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და მოდუნების ტექნიკების გამოყენება, როგორებიცაა იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები ან მედიტაცია. ამგვარი ყოველდღიური ჩვევები საგრძნობლად აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და ამცირებს შეტევების ალბათობას.
მედიკამენტური მკურნალობა — ტკივილის კონტროლი და პროფილაქტიკა
მიუხედავად იმისა, რომ შაკიკის განკურნება ჯერ შეუძლებელია, მედიკამენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეტევების მართვაში. მკურნალობა იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: ტკივილის შემსუბუქება და პროფილაქტიკა. ტკივილის შესამცირებლად აუცილებელია ძლიერი და მიზანმიმართული მოქმედების პრეპარატები, რადგან შაკიკისთვის დამახასიათებელი ტკივილი საკმაოდ ინტენსიურია.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია პრეპარატი ბენლეკი, რომელიც სამი აქტიური ნივთიერების კომბინაციაა: მეტამიზოლის, კოფეინისა და ვიტამინი B1-ის.
მეტამიზოლი უზრუნველყოფს ძლიერ და სწრაფ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, ამსუბუქებს შაკიკთან დაკავშირებულ თავის ტკივილს, გულისრევას, სინათლისა და ხმაურის მიმართ მგრძნობელობას.
კოფეინს ახასიათებს მასტიმულირებელი მოქმედება ნერვულ სისტემაზე, ავიწროებს გაფართოებულ სისხლძარღვებს და ამცირებს თავის შიდა წნევას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს შაკიკის დროს ტკივილის შესამცირებლად.
ვიტამინი B1 კი აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას, ამცირებს ანთებით პროცესებს, ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის აღდგენას და, შესაბამისად, ამცირებს შაკიკის შეტევების სიმძაფრესა და სიხშირეს. ამ სამი ნივთიერების ერთობლივი მოქმედება ბენლეკს ეფექტურ საშუალებად აქცევს შაკიკის კონტროლში.
საგულისხმოა, რომ ბენლეკის საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და გავრცელებას წამყვანი ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს.
კოგნიტიური ქცევითი თერაპია — ფსიქოლოგიური მხარდაჭერა შაკიკის წინააღმდეგ
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კოგნიტიური ქცევითი თერაპია (CBT), რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც შაკიკის შეტევები ფსიქოემოციურ სტრესთან არის დაკავშირებული. ამ თერაპიის მიზანია დაადგინოს, რომელი ფარული ტრიგერები იწვევს შეტევებს: ემოციური დაძაბულობა, შფოთვა, კონკრეტული საკვები თუ ნეგატიური აზროვნება და შემდეგ დაეხმაროს პაციენტს, რეალურად შეცვალოს ეს ფაქტორები.
CBT აძლიერებს ადამიანის შესაძლებლობას, უკეთ გაუმკლავდეს შაკიკის გამოწვევებს, ამცირებს შეტევების ინტენსივობას და ხელს უწყობს გრძელვადიან სტაბილურობას.
მთლიანობაში, შაკიკთან ბრძოლა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ მისი სრულად აღმოფხვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია, სწორი ცხოვრების წესი, ძლიერი მოქმედების პრეპარატები, როგორიცაა ბენლეკი, და ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა საშუალებას იძლევა, რომ დაავადება კონტროლირებადი გახდეს.
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
კომენტარები