ზურაბ ჯაფარიძე: "[რიჟვაძე] 99% თავს იკლავდა — სთხოვდნენ, სავარაუდოდ, ფულს და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის "ჩაშვებას"
"[რიჟვაძეს] ვიღაცები სთხოვდნენ, სავარაუდოდ, ფულს და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის "ჩაშვებას", წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რაღაც ისეთის დაკარგვით, რაც მისთვის აღმოჩნდა სიცოცხლეზე ძვირფასი" — ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, დაპატიმრებული ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილს წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე თავს იკლავდა და მედიაში გავრცელებული წერილიც ნამდვილია.
"თავს იკლავდა თუ ესროლეს?
99% თავს იკლავდა. ოჯახი იყვირებდა. სავარაუდოდ, ოჯახმა იცოდა, რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ბოლო პერიოდში. ასევე , 100% დარწმუნებული არიან ახვლედიანში.
ნამდვილია თუ არა წერილი?
99% ნამდვილია.
ა. თუ თავს იკლავდა, ალბათობა იმისა, რომ რაღაც ახსნა-განმარტება დაეტოვებინა, მაღალია
ბ. ისეთები წერია, რომ ფაბრიკაციის შემთხვევაში არ დაწერდნენ.
ვინ ემუქრებოდა?
არც ერთ ოფიციალურ უწყებაში მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არისო. ანუ, ვიღაცები ემუქრებოდნენ ოფიციალურ უწყებებს მიღმა.
ეს ვიღაცები ისეთები არიან, რომ ყოფილი ძალიან მაღალჩინოსანი ვერც იმას ახერხებს, რომ თავი დაიცვას თავისი, არსებული, ფართო საკონტაქტო წრის მეშვეობით და ვერც იმას ბედავს, რომ ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართოს დახმარების თხოვნით.
რით ემუქრებოდნენ?
მოარული ინფორმაცია, რომ ბიძინა 300 მილიონს სთხოვს და გადახდის გრაფიკი შეუდგინეს, ვერ სცემს ამ კითხვაზე პასუხს.
ფულის გამო, რა რაოდენობისაც არ უნდა იყოს, ან ციხის შიშით (რაც არ ჩანს ჯერ) ადამიანი თავს არ იკლავს როგორც წესი.
სიცოცხლეზე უარს ამბობენ, როცა რაღაც ისეთის დაკარგვის საფრთხეა, რაც ადამიანს სიცოცხლეზე მეტად უღირს.
რიჟვაძის შემთხვევაში ეს ვერ იქნება მისი საჯარო, უმწიკვლო რეპუტაცია, რადგან ასეთი ისედაც არ არსებობს. მისი და მისი ოჯახის კორუფციულ ამბებზე წლებია მიდის საჯაროდ საუბარი.
ეს შეიძლება იყოს წამება, რომელიც იმდენად განგრძობითია და იმდენად აუტანელი, რომ ადამიანს ურჩევნია მოკვდეს.
სცემდნენ ვითომ? (დამკვიდრებული პრაქტიკა აქვთ ფარცხალაძის პროკურორობიდან მოყოლებული) შეიძლება, მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა ამას ჰქონოდა ეგეთი ინტენსიური ხასიათი. გაბაზრდებოდა.
ეს შეიძლება იყოს შვილებზე, ოჯახის წევრებზე ისეთი მუქარა, რომლის შესრულების რეალისტურობაში ადამიანს ეჭვი არ ეპარება. იზამდნენ? Why not?
ეს შეიძლება იყოს პირადი ხასიათის ინფორმაციის გასაჯაროებით მუქარა, რომელიც სხვაგვარად გაანადგურებს მის საჯარო რეპუტაციას. იზამდნენ? არ უქნიათ?
ყველა ეს ვერსია დასაშვებია, მაგრამ რას სთხოვდნენ? 300 მილიონი გაქვს მისატანი ბიძინასთანო? ფული ბევრს მიუტანია ამ ქვეყანაში. რაღაც მეტს ითხოვდნენ და იმ წერილიდან რაც იკითხება, ეს რაღაც მეტი — საკუთარი გარემოცვის "ჩაშვებაა", რომ მერე ისინი ეკაჩავებინათ და მათთვისაც მოეთხოვათ ფული + სხვების "ჩაშვება".
ანუ რომ შევაჯამოთ, ყველაზე რეალისტური ვერსია არის ეს:
რიჟვაძეს ვიღაცები, რომელთა წინაშეც ყოფილი ძალიან მაღალჩინოსანი, თავისი ფართო სანაცნობო წრით სახელისუფლებო ვერტიკალში, ისევე როგორც ოფიციალური სამართალდამცავი სტრუქტურებით აღმოჩნდა სრულიად დაუცველი და უსუსური, სთხოვდნენ სავარაუდოდ ფულს (სავარაუდოდ ბიძინას სახელით) და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის “ჩაშვებას”, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რაღაც ისეთის დაკარგვით (ოჯახის წევრების სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, რეპუტაცია), რაც მისთვის აღმოჩნდა სიცოცხლეზე ძვირფასი.
გასაგებია, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან, გასაგებია, რომ უკვე კაი ხანია აქ 90-იანების რუსეთია, მაგრამ ამ ტრაგიკულ რეალობას ჯოჯოხეთად აქცევს 2 დამატებითი გარემოება:
თვითმკვლელობამდე მისული უბედური, სასოწარკვეთილებისგან შველას ემუდარება იმას, ვინც თვითონაც ზუსტად იცის, რომ ერთადერთია ამ ქვეყანაში, ვისაც შეეძლო მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანა.
ისინი, ვის "ჩაშვებაზეც" მაღალი ალბათობით უარი თქვა ამ უბედურმა, საავადმყოფოს ეზოში დაყიალობენ აღმა-დაღმა, პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და ვერცერთი (ვერცერთი!!) ვერ ბედავს აქტიურად, ღიად, ხმამაღლა, ადამიანურად, კაცურად, ძმაკაცურად დაიცვას თავისი მკერდგახვრეტილი ახლობელი ან ბუნებრივი კითხვები მაინც დასვას იმიტომ, რომ .... ალბათ, იმიტომაც, რომ ნაჭამიც აქვთ დიდი კოვზით.
სამწუხაროდ შექსპირი მკვდარია" — წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილში.
ცნობისთვის, შსს-ს ცნობით, 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში", შეყვანილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
მოგვიანებით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსიდან", თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
9 ივნისს, თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
ასევე იხილეთ:
- "ოცნების" ლიდერები თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას ეხმაურებიან
- ირაკლი კობახიძე: ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით
- მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, ის [თორნიკე რიჟვაძე] თურქეთში რაიმე სახით უფრო მეტ ან რაიმე გაუმჯობესებულ მკურნალობას ღებულობს
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
- "მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს" — ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის საქმეზე
- თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
- ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები