კალაძის კანდიდატად წარდგენის ვიდეო დაფინანსებული იყო მთავრობის მიერ — საიას ანგარიში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებისას სოციალური ქსელებში საჯარო რესურსის პარტიული მიზნით გამოყენების რამდენიმე შემთხვევა გამოავლინეს, მათ შორის, თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ცერემონიალის ვიდეოჩანაწერი, რომელიც მათი თქმით, მთავრობის მიერ იყო დაფინანსებული.
"რამდენიმე სახელისუფლებო ოფიციალურ Facebook-გვერდზე საიამ აღრიცხა მმართველი პარტიის მხარდამჭერი პოსტები. მაგალითად, 20 ივლისს სოციალურ მედიაში გამოჩნდა პარტია ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენის ცერემონიალის ვიდეოჩანაწერი, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გადაიცემოდა პირდაპირი ჩართვის რეჟიმში და დაფინანსებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ", — აცხადებენ საიაში.
ამასთან, საიას ცნობით, 30 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის პოსტი: "წარმატებები ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ონის მერობის კანდიდატს, ბატონ სერგი ხიდეშელს". ორგანიზაციის განცხადებით, მართალია, ეს ქმედებები საარჩევნო კოდექსს არ ეწინააღმდეგება, რადგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა ჯერ არ მოქმედებდა, საია პარტიის მხარდასაჭერად საჯარო რესურსის გამოყენებას მაინც ცუდ პრაქტიკად მიიჩნევს.
"ამგვარი ქმედება უმრავლესობას გაუმართლებელ უპირატესობას ანიჭებს, ხოლო სხვა პარტიებს არსებითად უთანასწორო პირობებს უქმნის. იმავდროულად, იგი ეწინააღმდეგება პარტიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის მოთხოვნას. საიას რეკომენდაციით, საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სამთავრობო რესურსების გამოყენება ნებისმიერ პერიოდში უნდა იკრძალებოდეს", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში საიამ რამდენიმე პრობლემური შემთხვევა აღრიცხა, რომელიც მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებასთან ერთად, ოპოზიციური აზრისთვის საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას შეეხება.
ანგარიშის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლების საქმე შეეხება გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების ხელმძღვანელის მოადგილის, ოლეგ ხუბულურის დისციპლინური წარმოების შედეგად სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, რაც, საიას შეფასებით, კანონშეუსაბამოა და ოპოზიციურ აზრს და მის გამოხატვას უკავშირდება.
დოკუმენტში საუბარია სასესხო ვალდებულებების სუბსიდირებაზე მთავრობის ინიციატივის შესახებ. კერძოდ, 25 ივნისს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს გასული წლის მთავრობის საქმიანობის ანგარიშთან ერთად ეკონომიკის 10-წლიანი განვითარების გეგმის პრიორიტეტები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით.
საია მიიჩნევს, რომ დადგენილების ამოქმედების თარიღი, პირველი სექტემბერი, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინა დღე, შემთხვევითი არ არის. მათი შეფასებით, ამით ხელისუფლებამ თავი აარიდა რეგულაციას, რომელიც უკვე მომდევნო დღიდან ამ ინიციატივის იმპლემენტაციის შესაძლებლობას არ მისცემდა და მას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნევდა.
"ეს ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციაა. საია მიიჩნევს, რომ მოქალაქეების მძიმე სოციალური პირობების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის მიუღებელია და ეწინააღმდეგება თანასწორი და კონკურენტული წინასაარჩევნო კამპანიის პრინციპებს", — აცხადებენ საიაში.
წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში ფარავს 1-ლი მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
კომენტარები