ვერ ქმნის სტაბილურ საარჩევნო კანონმდებლობას — ISFED და TI საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები ვერ ქმნის სტაბილურ საარჩევნო კანონმდებლობას. ამის შესახებ საუბარია მათ მიერ ერთობლივად მომზადებულ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების საბოლოო შეფასებაში, სადაც ასევე მოცემულია ის რეკომენდაციები, რომელიც მათი აზრით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გათვალისწინებული უნდა იყოს.
შეცვლილი საარჩევნო კოდექსი
28 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რისი მიზანიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება იყო. საარჩევნო კოდექსის ცვლილებები შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი ერთ-ერთი პუნქტია. კერძოდ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გამოვლინდა რიგი საკითხები, რომელთა გამოსწორებაც საკანონმდებლო რეგულაციების გადახედვას მოითხოვდა და ცვლილებების გატარება ამ დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შემდეგი ცვლილებები დაამტკიცა:
- გაიზარდა საკრებულოს შემადგენლობაში პროპორციული წარმომადგენლობის წილი და მაჟორიტარულ ნაწილზე 40%-იანი ბარიერი განისაზღვრა (მაგალითად, თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან 40-ს პროპორციული წესით აირჩევენ, 10-ს კი – მაჟორიტარული. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო);
- პარტიულ სიებში გენდერული კვოტა შეიცვალა — ჩაიწერა, რომ ყოველი მესამე უნდა იყოს განსხვავებული სქესის, ნაცვლად ყოველი მეორისა;
- შეიცვალა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და რაოდენობა — ცესკოს წევრთა რაოდენობა 12-დან 17-მდე გაიზარდა, რომელთაგან 8 პროფესიული ნიშნით შეირჩევა, ხოლო 9 პარტიების მიერ წარდგენილი წევრია. ამასთან, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს, რომელთაგან ერთი პროფესიული ნიშნით ირჩევა, მეორე კი – ცესკოში ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრებისგან;
- ცესკოს პროფესიულ წევრებს და თავმჯდომარეს პრეზიდენტი წარადგენს და მას პარლამენტი ხმების 2/3-ით ამტკიცებს. ამასთან, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის გაკეთდა ერთჯერადი დათქმა — კანდიდატის პირველი კენჭისყრით ვერდანიშვნის შემთხვევაში, მოქმედებს 6-თვიანი დანიშვნის პირობები დაბალი კვორუმით (ცესკოს თავმჯდომარე და 2 წევრი სწორედ ამ მექანიზმით დაინიშნენ);
- იგივე პროპორციით განისაზღვრა საუბნო და საოლქო კომისიების დაკომპლექტების წესი. თუმცა, ცხადია, პარლამენტის და პრეზიდენტის რგოლი ამოვარდნილია;
- კომისიებში პარტიული კვოტით წევრების წარდგენის უფლება — იმის გამო, რომ კომისიებში პარტიული კვოტა განსაზღვრულია 9 წევრით, თუკი ბარიერს მეტი გადალახავს, უპირატესობა დაფინანსების მქონე პარტიას ენიჭება;
- შეიცვალა საუბნო კომისიაში წევრების ფუნქციები — პარტიული ნიშნით დანიშნულ წევრებს ფუნქციები შეეზღუდათ;
- დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ჩამოხსნას/დემონტაჟს აღებას ექვემდებარება;
- დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება და ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
კანონში ასევე გათვალისწინებულია კიდევ რამდენიმე ტექნიკური საკითხი.
TI-ის და ISFED-ის დასკვნა
ამ ორგანიზაციების კვლევის მიხედვით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უფრო სამართლიანად და უკეთესად აწესრიგებს, თუმცა კანონში არ ასახულა გარკვეული თემები, რომელთა შეცვლაც აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის და სხვა რეგულაციების გასაუმჯობესებლად. კონკრეტულად:
- 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე იმოქმედებს ცესკოს პროფესიული წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დანიშვნის განსხვავებული წესი. კერძოდ, შეცვლილია ამ პროცესში ჩადებულ ე.წ. პოლიტიკური ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი: პროფესიული წევრის 2/3-ით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მას პარლამენტის 3/5 ამტკიცებს, ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა ყოფილიყო. თუმცა, 2021 წლის არჩევნებამდე 4 კვირიანი ვადა შემცირდა 1 კვირამდე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევის სივრცეს და საპარლამენტო უმრავლესობას, ფაქტობრივად, საშუალებას მისცა ოპოზიციის თანხმობის გარეშე, მარტივად აერჩია მისთვის მისაღები კანდიდატები;
- დროებით იმოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ 9-ზე მეტი პარტია გადალახავს საპარლამენტო საარჩევნო ბარიერს საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭება იმ პარტიას, რომელსაც მეტი სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნის, განსხვავებით ზოგადი წესისა, როდესაც უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც მეტი ხმა მიიღო არჩევნებზე. ამ დროებითმა წესმა შექმნა შესაძლებლობა, რომ ბლოკის შემადგენლობაში შესულ ერთზე მეტ პარტიას მიეღო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, ხოლო არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე ბარიერგადალახული პარტია საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვნის უფლება გაუუქმდა;
- პარტია კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას, თუ მის მიერ გაყვანილმა ყველა პარლამენტარმა, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და სხვა პარტიაში გაწევრიანდა. ასეთ შემთხვევაში, ახალ პარტიას გადაეცემა კომისიის წევრების დანიშვნის უფლება. ეს ჩანაწერი პირდაპირ მოერგო საქართველოს პატრიოტთა ალიანსის შემთხვევას;
- საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის დღეს, პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს აღარ ექნებათ უფლება შეასრულონ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქცია, რაც კომისიის წევრებს არათანაბარ პირობებში აყენებს, ასევე, ამ შეზღუდვამ, შესაძლოა, საარჩევნო პროცედურების ჯეროვან აღსრულებას ხელი შეუშალოს.
მიუხედავად იმისა, რომ ISFED-ის და TI-ის დასკვნაში ყურადღება რამდენიმე პოზიტიურ ცვლილებაზეც არის გამახვილებული და დადებითად არის შეფასებული, ნათქვამია, რომ "მიღებული ცვლილებები უმეტესად უახლოესი არჩევნების ჩატარებისთვის სამართლებრივ ჩარჩოს აწესრიგებს და ვერ ქმნის სტაბილურ, მდგრად საარჩევნო კანონმდებლობას".
TI-ის და ISFED-ის რეკომენდაციები
ზემოთ ნახსენები ხარვეზების გამო, აუცილებლად მიიჩნევენ, რომ გაგრძელდეს ფუნდამენტური რეფორმა. კონკრეტულად:
- ადგილობრივი თვითმმართველობების საკრებულოების ზომები გადახედვას საჭიროებს. აუცილებელია, ჩამოყალიბდეს ცხადი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც თითოეულ მუნიციპალიტეტში განისაზღვრება საკრებულოს წევრთა რაოდენობა;
ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ზომებისა და საზღვრების დადგენის პროცესში მნიშვნელოვანია, გონივრულად დაბალანსდეს საარჩევნო ოლქების ზომის შედარებითი თანაბრობისა და სხვადასხვა გეოგრაფიული, ასევე, სოციალურ-კულტურული თავისებურების გათვალისწინების პრინციპები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ოლქების საზღვრების დადგენისას გამოირიცხოს ე.წ. „ჯერიმენდერინგის” (მანიპულაციის) საფრთხე;
საარჩევნოდ ადამიანური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის მხრივ სტანდარტის კიდევ უფრო დასახვეწად, კვლევის ავტორების აზრით, სასურველია, საჯარო მოსამსახურეების გარდა, მინისტრის მოადგილეებს და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსაც შეეზღუდოთ სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციის უფლება და საარჩევნო კოდექსში დაზუსტდეს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციას, ასევე, წარმოადგენს ნებისმიერი ქმედება განხორციელებული სოციალური ქსელების, მათ შორის, პირადი ანგარიშის/გვერდის საშუალებით.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები