გურო იმნაძის თქმით, ნარკოპოლიტიკაში შეტანილი ცვლილებები ხალხის კონტროლზეა მორგებული
ოცნების ნარკოპოლიტიკაში შეტანილი ცვლილებების შესახებ იურისტი გურო იმნაძე საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართული სამართალდამცავი სისტემის მუშაობის ლოგიკა ეფუძნება შიშს და მუქარას. "ეს ცვლილებები ნარკოპოლიტიკაზე მეტად, ნარკოპოლიტიკით ხალხის კონტროლზე უფროა. და პრინციპში, სრულებით ჯდება იმ ავტორიტარული კანონშემოქმედების ლოგიკაში, რომელსაც აჩქარებული ტემპებით ატარებს ოცნების პარლამენტი", — წერს იურისტი.
"ოცნების "ნარკოპოლიტიკაზე":
მარიხუანას ამ ოდენობებით შეძენა-შენახვა, რაზეც ახლა საპატიმრო სასჯელები ბრუნდება, აქამდეც ისჯებოდა ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის წესით. შესაბამისად, პოლიციას და ფართო გაგებით სახელმწიფოს აქამდეც ჰქონდა მარიხუანას უკანონო გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად სამართლებრივი მექანიზმები. მაშ, რატომ გახდა ეს ცვლილებები საჭირო? პასუხი მარტივია:
1) ეს არის იმ სადამსჯელო პოპულიზმის გაგრძელება, რომელსაც ბოლო თვეებში აქტიურად ატარებენ ჩვენი სამოსანი დეპუტატები.
2) ქართული სამართალდამცავი სისტემის მუშაობის ლოგიკა ეფუძნება შიშს და მუქარას.
შესაბამისად, რაც მეტად მძიმეა კონკრეტულ ქმედებაზე პოტენციური სასჯელი, ეს უფრო უადვილებს პოლიციას მუშაობას, უფრო სწორად, პოტენციური მსჯავრდადებულის, მოწმეების თუ სხვა პირების დამუშავებას. ლოგიკურად, მძიმე სასჯელის ერთადერთი ალტერნატივა ისევ საპროცესო შეთანხმება და სახელმწიფო ბიუჯეტში (და შეიძლება რომელიმე მაღალჩინოსანი პროკურორის ჯიბეშიც) გადარიცხული უშველებელი თანხებია.
რაც შეეხება საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც კიდევ უფრო უკონტროლო და უჩინარი ხდება ოპერატიული მუშაკების საქმიანობა. ვერ ვიტყვი, რომ აქამდე არსებული ფორმალური გარე კონტროლის მექანიზმები ამ ხალხს არსებითად უშლიდა ხელს უკანონობის კეთებაში, მაგრამ ეს ცვლილებები კიდევ უფრო დეკლარაციულად და ღიად მიანიშნებს, რომ შეუძლიათ, თამამად შეასრულონ უკანონო მითითებები იარაღის/ნარკოტიკის ჩადებაზე, ფარულ თვალთვალზე, პირადი ცხოვრების დეტალების მოპოვებაზე და ა.შ..
შეჯამებისთვის, ეს ცვლილებები ნარკოპოლიტიკაზე მეტად, ნარკოპოლიტიკით ხალხის კონტროლზე უფროა. და პრინციპში, სრულებით ჯდება იმ ავტორიტარული კანონშემოქმედების ლოგიკაში, რომელსაც აჩქარებული ტემპებით ატარებს ოცნების პარლამენტი," — დაწერა გურო იმნაძემ.
ცნობისთვის, ქართული ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მარიხუანას და კანაფის შეძენაზე და შენახვაზე კანონს ამკაცრებს. კომიტეტმა ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
არჩილ გორდულაძეს განმარტებით, "მცენარე კანაფის 10-დან 155 გრამამდე, ნედლი მარიხუანას 10-დან 140 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას 5-დან 70 გრამამდე შეძენა და შენახვა 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს".
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
კომენტარები