არ შეიძლება, ვუყუროთ, როგორ მიექანება ქვეყანა ათწლეულებით და საუკუნეებით უკან — მალალა
პაკისტანელი აქტივისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, მალალა იუსაფზაი, ბოლო დღეების განმავლობაში ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ქვეყნებსა და მსოფლიო ლიდერებს გაბედული ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდა.
"ეკრანებზე ახლა შოკისმომგვრელ სურათებს ვუყურებთ. ხალხი გარბის და უსაფრთხოდ ყოფნის გზას ეძებს", — ამბობს მალალა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, — "როცა ამას ხედავ, იაზრებ, რომ გადაუდებელი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე ვდგავართ.
"ქალებისა და გოგოების უფლებების დასაცავად, უმცირესობების დასაცავად და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის გაბედული პოზიციები უნდა დავიკავოთ. ვფიქრობ, რომ ახლა ყველა ქვეყანას აქვს თავისი როლი და წილი პასუხისმგებლობა. სახელმწიფოებმა საზღვრები უნდა გაუხსნან ავღანელ ლტოლვილებს, გაქცეულ ადამიანებს. წერილიც კი მივწერე [პაკისტანის] პრემიერმინისტრ იმრან ხანს, სადაც ვთხოვ, რომ ლტოლვილები მიიღოს, ბავშვებისა და გოგოებისთვის კი განათლების მიღების შესაძლებლობა, უსაფრთხოებისა და დაცულობის პირობა უზრუნველყოს. მათი მომავალი ხომ ჯერ კიდევ წინაა — შესაძლებელია, ადგილობრივ სკოლებში შევიდნენ, ან მიიღონ განათლება ლტოლვილების ბანაკებში.
"ჯერჯერობით [გაერთიანებული სამეფოს] პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონთან კონტაქტი არ მქონია, თუმცა, ვინც უნდა მისმენდეს ახლა, ვფიქრობ, აუცილებელია, იცოდნენ, სტრატეგიული ლიდერის რამდენად მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ახლა. მათ უშიშრად უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ადამიანის უფლებების დასაცავად. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ავღანეთისთვის, არამედ საყოველთაო მშვიდობისთვისაც".
აღსანიშნავია, რომ თალიბანის სამიზნედ თავად მალალაც იქცა, როცა ქალებისთვის განათლების საჭიროებაზე ღიად დაიწყო საუბარი. 2009 წელს, მაშინ, როცა აქტივისტი მხოლოდ 11 წლის იყო, ბლოგერი გახდა და BBC-სთვის გოგოებისთვის სწავლებაზე წერა დაიწყო. ცოტა ხანში, როცა პაკისტანის თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტულმა ორგანიზაციამ გოგოების სკოლაში სიარული აკრძალა, მალალამ თალიბანის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა. ხმის ამაღლება მას თავში ნასროლ ტყვიად დაუჯდა, თუმცა, ამას იგი არ შეუშინებია, გადარჩა და ბრძოლა განაგრძო. შეუპოვრობისთვის მალალამ ნობელის პრემიაც მიიღო მშვიდობის დარგში და პრიზის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. გასულ წელს მან ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა.
რა ხდება ავღანეთში
თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბულიც აიღო და განაცხადა, რომ "ომი დასრულდა". გუშინ, 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თალიბანი დედაქალაქს მიადგა, ქვეყანა პრეზიდენტმა და მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვა. მებრძოლები პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ და ახლა ადმინისტრაციას ისინი აკონტროლებენ.
თავდაპირველად თალიბები ამბობდნენ, რომ ქალაქის ბრძოლით აღება და სისხლისღვრა არ სურთ, მხოლოდ შესასვლელთან გამაგრდებიან და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის მოემზადებიან, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე დასახლებაში შევიდნენ — ქალაქში ისმოდა სროლის ხმა, არიან დაშავებულები. თალიბების მტკიცებით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ პოლიციამ და მთავრობამ ქალაქი დატოვა და "წესრიგის უზრუნველყოფა" იყო საჭირო.
გუშინ დილიდანვე პრობლემურ საკითხად იქცა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოდ გაყვანა. აშშ-მ საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია თალიბების მისვლისთანავე დაიწყო. ისინი ვერტმფრენით გადაიყვანეს ქაბულის აეროპორტში. ამავე აეროპორტიდან ახორციელებდნენ ევაკუაციას სხვა ქვეყნებიც. რამდენიმე საათში აეროპორტს ათასობით ადამიანი მიადგა, რომელსაც ავღანეთიდან გაქცევა სურდა — ისინი თვითმფრინავში შეჭრას ცდილობდნენ, აეროპორტში ამ დრომდე უკონტროლო სიტუაციაა.
ქვეყნების უმრავლესობამ ქაბულში საელჩოები დახურა და დიპლომატიური კორპუსის გაყვანას ცდილობს. გამონაკლისი რუსეთი და ჩინეთია, რომლებიც ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ.
16 აგვისტოს ქაბულში დილა თალიბანის მმართველობის ქვეშ გათენდა. ქუჩებს შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები