დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 147, ხოლო გარდაიცვალა — 27 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 965 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 24 659, ხოლო PCR-ით — 17 306.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,62%, ბოლო 14 დღის — 6,78%, ხოლო ბოლო 7 დღის — 7,35%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 419 534-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 5 820, ხოლო გამოჯანმრთელდა 382 393 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა;
  • აჭარა — 517;
  • იმერეთი — 31;
  • ქვემო ქართლი — 153;
  • შიდა ქართლი — 148;
  • გურია — 78;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 157;
  • კახეთი — 202;
  • მცხეთა-მთიანეთი — 58;
  • სამცხე-ჯავახეთი — 62;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 295 საიდანაც: 5 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 905, აჭარაში — 620, იმერეთში — 751.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 109 პირი, მათ შორის, თბილისში — 511, აჭარაში — 105, იმერეთში — 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში — 161, აჭარაში — 6, იმერეთში — 18.

1 989 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 064 — თბილისში, 614 — აჭარაში. 23 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 46, ხოლო აჭარაში — 8.

სულ 6 ოქტომბრიდან — 30 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 24 982 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 7 125, პირი, აჭარაში — 4 021, იმერეთში — 2 325.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: