ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება ქართული ოცნების მიერ ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის საუკეთესო გზა არ არის.

"ეს არ არის შესანიშნავი გზა ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის იშვიათი დაგმობის გამო", — წერს ის ტვიტერზე და აზიარებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის, განცხადებას, სადაც სენატორი მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც პასუხისმგებლობაზე უარის თქმას.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.