პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულ ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეს პატიმრობა შეეფარდა
ფოტო: On.ge
5 ივლისს გამართულ ძალადობრივ კონტრაქციაზე პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, 23 ივლისს გაავრცელა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილია "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, 28 ადამიანია დაკავებული. მათგან არცერთი არ არის ორგანიზატორი და ის პირები, ვინც კონტრაქციებზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და აორგანიზებდნენ.
16 ივლისს პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების, გურამ ფალავანდიშვილის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის სახლები გაჩხრიკა. ამის შემდეგ, განყოფილებაში გადაიყვანეს ზურაბ მახარაძე და მამა-შვილი ფალავანდიშვილები. გადაყვანილები იყვნენ ალტ-ინფოს წევრებიც, მათ შორის, კონსტანტინე მორგოშიაც.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.
6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
5-6 ივლისის ჰომოფობიურ კონტრაქციებზე დარბევებსა და ძალადობებს აორგანიზებდნენ და ძალადობისკენ მოწოდებებს აკეთებდნენ ფალავანდიშვილი, მორგოშია და მახარაძე. მიუხედავად იმისა, რომ 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ საზოგადოება აქტიურად ითხოვს ორგანიზატორების დასჯას, ისინი დაკავებულები არ არიან. აქამდე, არც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
პარლამენტიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მორგოშია იქ შეკრებილ ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს აორგანიზებს და სირცხვილიას ოფისისკენ გადასვლისკენ მოუწოდებს.
რაც შეეხება ზურაბ მახარაძეს, ის ძალადობრივი და პრორუსული არხის, ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანია. ალტ-ინფო სიძულვილის გავრცელებას სხვადასხვა არხით ცდილობს. თავდაპირველად ის მხოლოდ ინტერნეტში "მუშაობდა", შემდეგ კი ტელევიზიაც დააფუძნეს და კომუნიკაციების კომისიამ მათ მაუწყებლობის უფლება მისცა.
-
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას
გადახედვა
-
ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
გადახედვა
-
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
გადახედვა
-
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადახედვა
-
"არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს" — ირანული მხარე აშშ-ისთან მოლაპარაკებას უარყოფს "არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს" — ირანული მხარე აშშ-ისთან მოლაპარაკებას უარყოფს
გადახედვა
-
"თავისუფლების მოედანი" კამპანია "საქართველოს გულისთვის" ფარგლებში იმერეთს ეწვევა "თავისუფლების მოედანი" კამპანია "საქართველოს გულისთვის" ფარგლებში იმერეთს ეწვევა
გადახედვა
-
პააპა ესიდუ ამბობს, რომ სნეიპის როლზე დამტკიცების გამო სიკვდილით ემუქრებიან პააპა ესიდუ ამბობს, რომ სნეიპის როლზე დამტკიცების გამო სიკვდილით ემუქრებიან
გადახედვა
-
ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა ხუთი დღით გადაავადა ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა ხუთი დღით გადაავადა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
-
რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება — აი, რა ვიცით რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება — აი, რა ვიცით
გადახედვა
-
ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის იუბილეს ულოცავს დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის იუბილეს ულოცავს დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს
-
7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში — უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე მაზდა ცენტრი თეგეტასგან 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში — უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე მაზდა ცენტრი თეგეტასგან
-
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
გადახედვა
-
ამანდა პიტმა ძუძუს კიბოს დიაგნოზის შესახებ გაამხილა ამანდა პიტმა ძუძუს კიბოს დიაგნოზის შესახებ გაამხილა
გადახედვა
-
ამანდა პიტი: ჩემი დამამშვიდებლის სეზონი ამანდა პიტი: ჩემი დამამშვიდებლის სეზონი
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
გადახედვა
-
რა მოხდა გასულ კვირას? — 10 ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს რა მოხდა გასულ კვირას? — 10 ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
გადახედვა
-
CU-ის პროფესორმა მოსამართლეს "ნეტგაზეთის" ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის თხოვნით მიმართეს CU-ის პროფესორმა მოსამართლეს "ნეტგაზეთის" ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის თხოვნით მიმართეს
გადახედვა
-
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"თუ თქვენ დაარტყამთ ელექტროენერგიის სექტორს, დავბომბავთ ელექტროსადგურებს" — ირანი ტრამპის მუქარას პასუხობს "თუ თქვენ დაარტყამთ ელექტროენერგიის სექტორს, დავბომბავთ ელექტროსადგურებს" — ირანი ტრამპის მუქარას პასუხობს
გადახედვა
-
სოციალისტი ემანუელ გრეგუარი პარიზის მერად აირჩიეს სოციალისტი ემანუელ გრეგუარი პარიზის მერად აირჩიეს
გადახედვა
კომენტარები