ილია II სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს — დაკრძალვის დღე (ფოტოები)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძრიდან "გვიყვარხარ პატრიარქო" — ამ შეძახილითა და ტაშით გამოასვენეს. ამ წუთებში პატრიარქის სიონის საკათედრო ტაძრისკენ მიასვენებენ, სადაც მას დაკრძალავენ. სამებიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი კორიდორია მოწყობილი. სამგლოვიარო პროცესიაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ისინი დროშებითა და ყვავილებით მიაცილებენ პატრიარქის ცხედარს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში 09:00 საათზე წირვით დაიწყო, რომელიც საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.
სამებაში რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი 12:00 საათისთვის მივიდა და მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წესის აგების მსახურება შეასრულა. მანამდე მან ილია მეორის ცხედარი თეთრი ყვავილებით მორთული გვირგვინით შეამკო, შემდეგ კი მთავრობის წევრებს მიესალმა.
ფოტო: ბაჩანა საჯაია
ფოტო: ბაჩანა საჯაია
მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს "ერის მზრუნველი და მოსიყვარულე მამა უწოდა" და აღნიშნა, რომ "გარდაუვალ ვალდებულებად მიიჩნიეს პირადად ჩამოსულიყვნენ და შეეერთებინათ ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან".
ფოტო: Ecumenical Patriarchate
"ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არც თუ ისე შორს მიმდინარე მრავალი ცრემლის მომდენი ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან, რათა ძმური სიყვარულის ყვავილებით დაგვეგვირგვინებინა და ყოველგვარი დიდებითა და პატივით დავკრძალოთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ღვთის რჩეული პიროვნება, ჩვენი ფრიად საყვარელი ძმა და თანამწირველი", — თქვა მსოფლიო პატრიარქმა.
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს მადლობა გადაუხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და აღნიშნა, რომ "49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა".
"გვჯერა, ზეციურ სამყოფელში ჩვენ შევიძინეთ უდიდესი სასოებელი. 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. როგორც ბრძანებს მოციქული პავლე: ღვაწლი კეთილი მოიღვაწა, აღასრულა სარწმუნოება დაიმარხა. მთელი მისი ამქვეყნიური ცხოვრება იყო გზა მოწამეობისა ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყნისა ანგელოზისა, შეწირული ღმერთს, სამშობლოს და ადამიანებს. ამ სამ საუნჯეს იგი მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურა, რისი შედეგიც თაობებს გაჰყვება, როგორც მაგალითი ცოცხალი რწმენისა, სიმდაბლისა და სიბრძნისა", — განაცხადა მეუფე შიომ.
სამების საკათედრო ტაძარში სიტყვა წარმოთქვეს მიხეილ ყაველაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, "ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "პატრიარქის საქართველო".
"პატრიარქის საქართველო", ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში. თქვენი ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვეცით: კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ და შეგვახსენეთ ჩვენი ნამდვილი ბუნება - სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს. თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც თქვენ გვიანდერძეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო!" — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა (ტექსტი IPN).
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის თავგანწირვით განისაზღვრება, მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან".
"ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად მანამ, ვიდრე მათი იდეალების ერთგული ვრჩებით. უწმინდესის და უნეტარესის პატრიარქობის წლებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანებმა კვლავ იპოვეს ღმერთი, დაიბრუნეს რწმენა, სიმშვიდე და ერთიანობის განცდა. კათოლიკოს- პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის ხილვა საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ. უწმინდესის და უნეტარესის ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ პირადი არჩევანი, არამედ მისიაა, რომელმაც არაერთი თაობის სულიერი ორიენტირი განსაზღვრა. გზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთელ ერს აერთიანებდა, მისი საქმისა და მსახურების ძვირფასი ნაყოფი კი ჩვენს საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა. ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას,ხალხს დიდი განსაცდელი ან დიდი სიხარული აერთიანებს, დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას — მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ მდუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ... ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის სულიერ შვილებად, შვილებად — მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს — ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა. უწმინდესო და უნეტარესო — დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის... ახლაც, როგორც მაშინ, "ეპოქა გათავდა დიდი..." — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას", — თქვა ივანიშვილმა (ტექსტი IPN).
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "დღეს დასრულდა დიდი ეპოქა, რადგან ვემშვიდობებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედა ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა"
"ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილით თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. ვემშვიდობებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედა ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა.
ამასთან ერთად, დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ თავს, თუ რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას.
უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალ შემოქმედებით საგანძურს, რითაც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესძინა და ის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში გარდასახა.
გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ და მათ თაობამ, რომელსაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღოდა. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი.
ასეთ დროს პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია, მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა...“ და ამ დრო შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს განცდა შეგიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი რჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენ სამშობლოსა და ჩვენს დედა ეკლესიას.
დღესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე და მახსენდება კიდევ სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსიდან: "გაშალა ველი ნელმა ნიავმა და მელანდება მე მის წიაღში მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში".
ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, როგორც მოხუცი მამა უვლის მისთვის უძვირფასეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედა ეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს მისი მოღვაწეობისთვის, მისი უდიდესი ღვაწლისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის. ღმერთმა დალოცოს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სული, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ (ტექსტი IPN).
15:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძრიდან ილია მეორეს გამოსვენება დაიწყო. ამ წუთებში მის ცხედარს სამგლოვიარო პროცესია მიუძღვება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა. 17 მარტის დილას, ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ განაცხადა, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს და ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
- ილია II-ის პანაშვიდზე მისვლას მრევლი 22 მარტის 02:00 საათამდე შეძლებს — დაკრძალვის განრიგი
- პაპი ლეო XIV: "უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა"
- "სამებაში საშვებით იქნება დაშვება" — ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიის განრიგი
- მარკ უოკერი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას
- მარკო რუბიო: ვწუხვართ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო
- მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაზე, დასწრებოდა ილია II-ის დაკრძალვას, პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა
- შსს: "ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია"
- გარეგინ II ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი აქვეყნებს
- პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეგიონებიდან დამატებით უფასო რეისებს ამატებს
- მსოფლიო ეკლესიათა საბჭო ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
კომენტარები