მიხეილ სააკაშვილი

23 Mar. 2026, 15:42

"გუშინ ქართულ მიწას მიაბარეს ჩვენი სულიერი მამა, ჩვენი საქართველოს კათოლიკოს-ატრიარქი ილია მეორე. ის არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ასევე იყო ჩემი მეგობარი. იყო ფარისევლების შემოსევა მის გასვენებაში. ყველაზე მეტად ორი ადამიანი ეზიზღებოდა ივანიშვილს, ეს არის პატრიარქი და მე. მე არაერთხელ მქონია ამასთან პირადად საუბარი ამ თემაზე, ივანიშვილთან და ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის ლანძღვით და უშვერი სიტყვებით. უნდა გვესმოდეს, რომ პატრიარქს ბოლო წლები ივანიშვილმა უქცია ჯოჯოხეთად.

ჯერ აუგორეს ციანის საქმე, რომელიც იყო სუფთა სპეცოპერაცია რუსეთიდან ჩამოვიდა ილარიონი და დაუნიშნა მაყურებელი ის, რომ სხვა მეუფეებს არაფერი ჰკითხრეს, მერე იყოს კრებსების სკანდალი, საადც აღმოჩნდა, რომ პატრიარქს უსმენდნენ. მე მინდა, ვთქვა, რომ ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა. ჩემს დროს სპეცსამსახურები ახლოსაც არ ეკარებოდნენ, ეს აის სრულიად ხელშეუხებელი სფერო. ესენი უსმენდნენ და პატრიარქი მოაქციეს სრულ იზოლაციაში. ახლა, როდესაც ივანიშვილი გათავისუფლდა პატრიარქისგან, ახლა ამ სპეცოპერაციის საბოლოო ეტაპი დგება და ეს საბოლოო ეტაპი არის ქართული ეკლესიის განადგურება, იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესია არის, საბოლოო ჯამში, ქვეყნის იმუნიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ივანიშვილისთვის ნებისმიერი ინსტიტუტი არის მიუღებელი. მიუღებელია სახელმწიფო, მიუღებელია ეკლესია, არსებობს მხოლოდ პუტინი და ის, და მისი კერძო საკუთრება.

ახლა პატრიარქის ანდერძი სადღაც გააქრეს, სუსში უკვე შექმნილია შტაბი, შექმნილია პატრიარქის გარდაცვალებიდან 2 საათში და მზადდება ეკლესიაში რუსი ეგზარქოსის დასმა და შემდეგ ეკლესიის განადგურება".

თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს

ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ეკრანთან გატარებულ დროსა და ბავშვის განვითარებას შორის…