პააპა ესიდუ ამბობს, რომ სნეიპის როლზე დამტკიცების გამო სიკვდილით ემუქრებიან
ფოტო: Charlie Clift for The Sunday Times Culture
ჰარი პოტერის მსახიობი პააპა ესიდუ ამბობს, რომ HBO Max-ის მომავალ ადაპტაციაში პროფესორი სნეიპის როლზე მისი დამტკიცების გამო, რასისტულ ნიადაგზე სიკვდილით დაემუქრნენ.
"მეუბნებოდნენ: 'წადი, თორემ მოგკლავ', — განუცხადა ესიდუმ ლონდონურ გამოცემა The Sunday Times-ს ახალ ინტერვიუში.
"ეს მართლაც მნიშვნელოვანია. რეალობა ისაა, რომ თუ ინსტაგრამს გადავხედავ, ვნახავ ვიღაცას, ვინც მწერს: 'შენს სახლთან მოვალ და მოგკლავ'. მართალია, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არ მომკლავენ... თუმცა, შეიძლება ეს სიტყვები მომავალში ცუდად შემომიბრუნდეს! მაგრამ, დიახ, მიუხედავად იმისა, რომ იმედი მაქვს, კარგად ვიქნები, არავინ უნდა აწყდებოდეს მსგავს რამეს საკუთარი საქმის კეთებისას. ბევრი ადამიანი სამუშაოს გამო სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს. მე კი ჰარი პოტერში ჯადოქარს ვთამაშობ. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ეს ჩემზე ემოციურად არ მოქმედებს".
მომავალ სტრიმინგ-ადაპტაციაში ესიდუ აპირებს შეასრულოს შხამ-წამლების მასწავლებლის, სნეიპის როლი. ეს პერსონაჟი მანამდე ალან რიკმანმა განასახიერა. მისმა ქასთინგმა ზოგი ფანის მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია.
"თუმცა, შეურაცხყოფა სტიმულს მაძლევს", — განაგრძო მან ინტერვიუში — "და უფრო მეტ აზარტს მმატებს, რომ ეს პერსონაჟი ჩემებური გავხადო, რადგან მახსენდება, რას ვგრძნობდი ბავშვობაში. წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემს თავს ჰოგვორტსში, ცოცხზე ამხედრებულს. იდეა, რომ ჩემნაირმა ბავშვმა შეიძლება საკუთარი თავი დაინახოს ამ სამყაროში, სწორედ ეს არის მოტივაცია, რომ არ შემაშინოს იმ ადამიანის ნათქვამმა, რომელსაც ჩემი სიკვდილი ურჩევნია იმ საქმის კეთებას, რომლითაც ძალიან ვიამაყებ".
2017 წელს იან ჩარლზონის პრემია მიიღო ჰამლეტისთვის, სადაც საპატიო სტუმარი სერ იან მაკკელენი იყო
ფოტო: Cameron Slater
მსახიობმა, რომელიც მანამდე გამოჩნდა სერიალებში Black Mirror და I May Destroy You, აღიარა, რომ ორიგინალი ფილმები, რომლებშიც მთავარ როლებს დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი და რუპერტ გრინტი ასრულებდნენ, არასდროს უნახავს, თუმცა ბავშვობაში ჯოან როულინგის წიგნების სერიის დიდი ფანი იყო. "ბავშვობაში გაუძღომელი მკითხველი ვიყავი", — თქვა მან — "დედაჩემს არ ჰქონდა საშუალება, რომ არდადეგებზე ძიძა აეყვანა, ამიტომ ბიბლიოთეკაში დავყავდი. ჰარი პოტერი ძალიან მიყვარდა. ფილმები არ მინახავს, მაგრამ წიგნები ჩემთვის რეალობიდან გაქცევის საშუალება იყო, როცა სხვა მხრივ ცხოვრება რთული მეჩვენებოდა".
ახალი სერიალის პრემიერა HBO Max-ზე 2027 წელს იგეგმება (თითქმის) სრულიად ახალი სამსახიობო შემადგენლობით. ცენტრალურ ტრიოს შეადგენენ დომინიკ მაკლაფლინი (ჰარი), არაბელა სტენტონი (ჰერმიონ გრეინჯერი) და ალასტერ სტაუტი (რონ უიზლი).
ესიდუმ სერიალში მონაწილეობის შესახებ ათწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და The Sunday Times-ს განუცხადა, რომ ეს "დიდი პასუხისმგებლობაა".
"დასრულებისას 45 წლის ვიქნები", — თქვა მან, — "და ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, მაგრამ უბრალოდ უნდა მივენდო ამ პროცესს. შესაძლოა, ამ პროექტის დასრულების დროისთვის შვილებიც კი მყავდეს".
ასევე ნახეთ:
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები