ლუკოილის ევროპული ხარისხის სტანდარტები ქართულ ბაზარზე
ლუკოილ ჯორჯია იმ გლობალურ კომპანიათა მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ქართულ ბაზარზე თითქმის 20 წელია ოპერირებენ და მომხმარებლებში დამსახურებულად სარგებლობენ მაღალი ცნობადობითა და სანდოობით.
ლუკოილის პირველი ავტოგასამართი სადგური საქართველოში 2002 წელს გაიხსნა. მას შემდეგ კომპანია მუდმივად ვითარდება, დღეს კი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში 60-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურსა და 500-მდე დასაქმებულს აერთიანებს.
ლუკოილ ჯორჯია გახდა პირველი ნავთობკომპანია საქართველოში, რომელმაც 2008 წელს მომხმარებელს ევრო5 სტანდარტის შესაბამისი საწვავი შესთავაზა. დღესდღეობით ლუკოილის ავტოგასამართ სადგურებზე შემდეგი საწვავების რეალიზაცია მიმდინარეობს: ექტო 100, RON-98 (სუპერი), RON-95 (პრემიუმი), RON-92 (ევრო-რეგულარი) და დიზელის საწვავი (ევრო).
პროდუქცია ქალაქ ბურგასის ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოდის, ძრავის ზეთები კი — ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან. იმისათვის, რომ პროდუქტმა თავისი თვისებები შეინარჩუნოს, დამზადების ყველა ეტაპზე — ტრანსპორტირებისას, შენახვისას და ნავთობპროდუქტების რეალიზაციისას, იგი ხარისხის კონტროლს გადის სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში. შემოწმების შემდგომ თითოეულ პროდუქტზე გაიცემა ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ყველა მიღებულ სტანდარტთან შესაბამისობაზე მიუთითებს.
ლუკოილის საწვავს ემატება უნიკალური დანამატი ექტო, რომელსაც შეუძლია ძრავის მუშაობის მახასიათებლების გაუმჯობესება და გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან უფრო ეფექტიანი დაცვა. ექტო საქართველოში გაუმჯობესებული საექსპლუატაციო და ეკოლოგიური თვისებების მქონე პირველი საწვავი გახდა.
ლუკოილის პროდუქციის ხაზში მოქცეულ თითოეული ტიპის ბენზინს თავისი უნიკალური თვისებები ახასიათებს და იდეალურია ნებისმიერი მოდელის მსუბუქი თუ სატვირთო ავტომობილისთვის.
საწვავის დანამატი ექტო ამცირებს საწვავის ხარჯს და აუმჯობესებს აჩქარების დინამიკას. მისი გამოყენება უსაფრთხოა ატმოსფერული და ტურბო დაბერვის მქონე ძრავებისთვის და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისა (FIA) და მოტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIM)მოთხოვნებს.
“იქამდე, სანამ ლუკოილის საწვავი ავტომობილების ავზში მოხვდება, იგი კონტროლის უწყვეტ ჯაჭვს გადის. სწორედ ეს განაპირობებს იმ ნდობას, რომლითაც ლუკოილ-ჯორჯია სარგებლობს საქართველოში", — ამბობს კომპანიის დირექტორი, მიხაილო ჯუროვიჩი.
მომსახურების ხარისხი საწვავის ხარისხის შესაბამისი უნდა იყოს. ჯუროვიჩის თქმით, დღესდღეობით, ლუკოილ ჯორჯიაში სერვისის მიმართულებით სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი კი პლასტიკური ბარათების კორპორაციული გაყიდვების სიტემის განახლებაა. გასულ პერიოდში აღნიშნული მომსახურება აუთსორსზე იყო გატანილი, რაც მომხმარებლებისთვის ოპტიმალური ფასდაკლების პირობების შეთავაზებას შეუძლებელს ხდიდა. ახლა კი, როდესაც სისტემას მთლიანად აკონტროლებს ლუკოილ ჯორჯია, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა.
სისტემა თითოეულ მომხმარებელს "პირადი კაბინეტით" უზრუნველყოფს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რეალური დროის რეჟიმში აკონტროლონ საწვავის ბარათის ბალანსი და ხარჯები. ასევე, დაანონსებულია ლოიალობის ბარათების სისტემის დანერგვა, რომელიც ფიზიკურ პირებს დამატებით სარგებელს შესთავაზებს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები