თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობა იწვის. ამ წუთებში ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადები მუშაობენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც შესაბამისი დახმარება ადგილზე გაეწია.

განახლება:

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, ლაღიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.