მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა. ამის შესახებ IPN-ის ცნობით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მენეჯერი ავრცელებს.
სასამართლოს განმარტებით, პოლიციამ ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ პროფილი და კომენტარი ნამდვილად იმ კონკრეტულ პირს ეკუთვნოდა
"მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება მ.ს.-ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, ვინაიდან არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომელიც დადასტურდებოდა კანონით დადგენილი წესით. საქმეში საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (ინფორმაცია) იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ში "M. S."-ს სახელწოდების პროფილი ეკუთვნის მ. ს-ს. არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია, იმის შესახებ მან შექმნა თუ არა პროფილი (გვერდი). ასევე არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია, იმის შესახებ თუ ვინ ფლობს და სარგებლობს პროფილით, უშუალოდ ვინ და სად დაწერა კონკრეტული კომენტარი. არ არის წარმოდგენილი რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია შესაბამისი ინტერნეტ პროვაიდერიდან ან სოციალური ქსელიდან. არ არის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა რომელიმე ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულზე რაიმე მტკიცებულების ან ინფორმაციის წარმოდგენა არც სასამართლო სხდომაზე მომხდარა.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა და საქმის წარმოება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კანონიერ დაცვას. სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია ან არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ში შეუძლებელია პროფილის შექმნა სხვა პირის სახელით, გვარით და ფოტოსურეთ(ებ)ით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ნებისმიერმა პირმა შექმნას ნებისმიერი პირის სახელზე პროფილი და ატვირთოს სურათები, შეუძლებელია სასამართლომ მხოლოდ ამ სურათის "ამოცნობით" დაადგინოს სამართალდარღვევის ფაქტი. არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. კანონის ძალით მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულებები.
თუ დავუშვებთ თუნდაც გონივრული ეჭვით, რომ პროფილი ეკუთვნის კონკრეტულ პირს, ამ შემთხვევაშიც უნდა დადასტურდეს, რომ უშუალოდ მან შეასრულა მოქმედება (კომენტარის დაწერა ან სხვა). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი ნორმებით და კანონმდებლობით ამ შემთხვევაშიც (სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერა) უნდა დადასტურდეს კონკრეტული პირის ვინაობა, რათა პირს უტყუარად დაუდასტურდეს ქმედების მის მიერ ჩადენა, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის პროფილი, ვინ სარგებლობს პროფილით და ა.შ.
პირს გააჩნია კონსტიტუციური უფლება საერთოდ არ უპასუხოს ბრალდებას, არ წარადგინოს პოზიცია, არ გამოცხადდეს სასამართლოში. სასამართლოში საქმის წარმოებისას წარმოდგენილი უნდა იქნეს მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები, რათა სასამართლომ უტყუარად დაადგინოს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოცემული საქმის ფარგლებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება და არც სხვა მტკიცებულება (ინფორმაცია), რომელიც დაადასტურებდა მ.ს.-ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ძირითად მტკიცებულებად წარმოდგენილი სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირების თაობაზე ოქმის სამართლებრივი საფუძველი გაურკვეველი და ბუნდოვანია. სასამართლო არ განავრცობს მსჯელობას ოქმში მითითებულ ამოცნობასთან დაკავშირებით, რომლის გარემოებები (მეთოდი, საფუძველი და სხვა) საერთოდ ვერ ირკვევა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, მ.ს.-ს მიმართ", — წერია მოსამართლის გადაწყვეტილებაში.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები