რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები
რუსული პროსამთავრობო გამოცემა "კომერსანტი" ქართველი აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება. გამოცემა წერს, რომ "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო ბლოგერისა და ოპოზიციონერი აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღძრა".
რუსული გამოცემა, IPN-ზე დაყრდნობით წერს, რომ შსს-ის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აღძრა და საქმე სიმონიანის მისამართით უცენზურო გამონათქვამებს ეხება. ბლოგერს ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
დავაზუსტებთ, რომ მოგვიანებით, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რაზმაძეს პრემიერ ირაკლი კობახიძისთვის შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერას ედავებიან.
რაც შეეხება რუსულ "კომერსანტს", ის მომხდარის შესახებ თორნიკე რაზმაძის ვერსიას ჰყვება:
ბლოგერი ამბობს, რომ სიმონიანი "რასია 1"-ის გადაცემაში "ვეჩერ ს ვლადიმირომ სალავიოვომ" საუბრისას აცხადებდა, რომ ქართველი მეფე ერეკლე II ბაგრატიონი XVIII საუკუნის ბოლოს "მუხლებზე დაჩოქილი სთხოვდა რუსეთს, საქართველო მფარველობის ქვეშ მიეღო". მისივე თქმით, მალე "სხვა ქართველები, სხვა ერეკლეები გამოჩნდებიან, რომლებიც ასევე მიხოხდებიან რუსეთთან მფარველობის სათხოვნელად".
"პრობლემა ის კი არ არის, დამაჯარიმებენ თუ ციხეში ჩამსვამენ, არამედ ის, თუ რა გზავნილს უგზავნის საქართველოს ხელისუფლება ამით მოსკოვს", — კვლავ რაზმაძეს ციტირებს "კომერსანტი".
ბლოგერი ასევე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება თავად მიიჩნევს ერეკლე II-ს გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწედ, ხოლო პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 1783 წელს რუსეთის იმპერიასთან "გეორგიევსკის ტრაქტატის" გაფორმების შესახებ მეფის გადაწყვეტილებას "საქართველოს გადარჩენად" აფასებს.
მისი თქმით, შესაბამისად, "ერეკლე მეფის შეურაცხყოფა, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს", თუმცა მათ "ოპოზიციონერი ბლოგერის დასჯა გადაწყვიტეს“, — ამბობს თორნიკე რაზმაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება რუსი პროპაგანდის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებას ერეკლე მეორესთან დაკავშირებით. კერძოდ, სიმონიანმა თქვა, რომ როგორც ერეკლე II მოვიდა რუსეთთან და "გეორგიევსკის ტრაქტატის" გაფორმებით მფარველობის მიღება ითხოვა, მომავალში სხვა ქართველი "ირაკლები" რუსეთს ისევ მუხლებზე დაჩოქილები მიმართავენ და მფარველობას სთხოვენ.
თორნიკე რაზმაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში სიმონიანის კომენტარს დართული აქვს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება მისივე ბრიფინგიდან, რომელიც "გეორგიევსკის ტრაქტატს" ეძღვნებოდა. ამავე ვიდეოს კომენტარში კი რაზმაძე წერს: "ამათი დედას შევე*ი "ნა კალენიახ".
მეტი თორნიკე რამზაძის საქმეზე:
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები