ენმ "ოცნების" დეპუტატების მიერ ბოკუჩავას ძალის გამოყენებით გამოყვანაზე ეთიკის საბჭოს მიმართავს
ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების დეპუტატების, შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მიერ თინა ბოკუჩავას ძალის გამოყენებით გამოყვანაზე ეთიკის საბჭოს მიმართავს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა.
"დღეს ყველამ ვნახეთ ის ძალადობა, რომელიც განხორციელდა ჩვენს დეპუტატებზე სხდომათა დარბაზში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება თინა ბოკუჩავას და კარგად დავინახეთ, ქართული ოცნების წარმომადგენლები როგორ მიათრევდნენ თიკას, რომ ის არ მიახლოვებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ ჩვენ მივმართავთ ეთიკის საბჭოს, რომ დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და მათ შეუჩერდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება", — განაცხადა უდუმაშვილმა.
დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ძალის გამოყენებით პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან გამოიყვანა. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, პირველად მასზე "ხელი აღმართა" მმართველი პარტიის სხვა დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა, რომელსაც შემდეგ პაპუაშვილის მიერ მისი ტრიბუნიდან ძალით გაყვანა მოჰყვა.
დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მივიდა. მას მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პროტესტით დახვდნენ. მინისტრის სიტყვით გამოსვლის დაწყებისთანავე ჟურნალისტებმა პლენარული სხდომის დარბაზში გადმოფინეს ბანერი წარწერით — "დასაჯეთ მოძალადეები".
პარალელურად, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გომელაურს სიტყვა შეაწყვეტინეს და ტრიბუნასთან გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.
თუმცა მმართველმა პარტიამ გომელაურის საპარლამენტო მოსმენა გადადო, მიზეზად კი მედიის წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტი დაასახელა.
ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მიწვევის ინიციატივა ჯერ კიდევ 28 მაისს, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გამოთქვა. მას შს მინისტრის მიწვევა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სურდა, რათა კითხვები დაესვა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაშინ კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სამნიძის განცხადება "არ იყო აკურატულად შედგენილი" და თავიდან გაგზავნა სთხოვა. ამის შემდეგ კი ამბობდა, რომ მინისტრს 5 ივლისამდე, ანუ დაგეგმილ ღირსების მარშამდე, პარლამენტში მისვლა, შესაძლოა, ვერ მოესწრო. 1-ელ ივლისს, პრაიდის კვირეულის დაწყების დღეს, სამნიძემ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებთან ერთად სპეციალური ბრიფინგი გამართა და გომელაურს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პარლამენტში პრაიდის უსაფრთხოებაზე სასაუბროდ მისულიყო.
არც პრაიდის კვირეულამდე და არც მის განმავლობაში გომელაური პარლამენტში არ მისულა. მის მიმართ კითხვები მას შემდეგ მომრავლდა, რაც 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის საწინააღმდეგო გამოსულმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელს თავს დაესხნენ, შეიჭრნენ და დაარბიეს რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობის ოფისი. დღის წესრიგში დადგმა მისი გადადგომის მოთხოვნის საკითხიც.
გომელაური საჯაროდ მხოლოდ 8 ივლისს, ძალადობრივი კონტრაქციიდან მე-3 დღეს გამოჩნდა და თქვა პარლამენტში მივა, "ჯანმრთელობა თუ არ შეუშლის ხელს". გადადგომაზე დასმულ კითხვის პასუხად კი თქვა, რომ "ამაზე ბევრი ოცნებობს".
11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა. იგი ერთ-ერთია მედიის იმ ათობით წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიის პროტესტი უფრო გააქტიურდა — ჟურნალისტები, ათასობით მოქალაქესთან ერთად, პარლამენტის წინ რამდენჯერმე შეიკრიბნენ და მოითხოვდნენ როგორც გომელაურის, ისე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას. 17 ივლისის აქციის დროს მათ მოუწოდეს საპარლამენტო ოპოზიციას, დაესწროს გომელაურის მოსმენას და დაუსვან კრიტიკული კითხვები.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები