საქართველოში ჯანდაცვაში დაფინანსების გაზრდა და წამლების ფასების რეგულაციაა საჭირო — WHO
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO/ჯანმო) ევროპის რეგიონული ოფისის ანგარიშის თანახმად, საქართველო ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობისკენ მიმავალ გზაზე დგას, თუმცა ჯანდაცვაში ხარვეზები კვლავ რჩება. კერძოდ, დუკმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისებით, თუმცა, ჯანმოს მიხედვით, ჯიბიდან გაწეული ხარჯები კვლავ ტვირთად აწვება იმ ადამიანებს, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. ამიტომ, WHO მთავრობას ფასების, მათ შორის მედიკამენტების ფასების უფრო მკაცრი რეგულებისკენ მოუწოდებს.
პუბლიკაცია — "შეუძლიათ თუ არა ადამიანებს სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა? საქართველოში ფინანსური დაცულობის შესახებ ახალი მონაცემები" ემყარება ყოველწლიურად შეგროვებულ მონაცემებს 2013–2018 წლების პერიოდში. დღევანდელი ანგარიში წარმოადგენს ქვეყანაში ჩატარებული მიმოხილვის სერიების ნაწილს, რომელიც WHO-ს ევროპის რეგიონის ჯანდაცვის სისტემებში ფინანსური დაცულობის მონიტორინგს ახორციელებს.
"2013 წელს საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმების სერია, რამაც მკვეთრად გაზარდა იმ მოსახლეობის ნაწილი, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით. თუმცა, ანგარიშის შედეგები მიუთითებს ხარვეზებზე ადამიანების ფინანსური სირთულეებისგან დაცულობის კუთხით, რომლებიც ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდებით არის გამოწვეული", — განაცხადა WHO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, სილვიუ დომენტემ.
2013 წელს საქართველოში დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (UHCP), რომელმაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გააფართოვა. ჯანმოს ანგარიში წერია, რომ რეფორმებმა სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდა გამოიწვია, მაგრამ ჯიბიდან გადახდის დონე კვლავ მაღალია. კერძოდ, 6-დან ერთი ოჯახი ჯანდაცვის კატასტროფულ ხარჯებს განიცდის. ჯიბიდან გადახდის ზემოქმედება განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ოჯახებზე აისახება.
"ანგარიშში მოყვანილი მონაცემები ცხადყოფს, რომ რეფორმებმა ვერ უზრუნველყო ამბულატორიული მედიკამენტების საკმარისი დაფარვა, რაც ჯიბიდან კატასტროფული გადასახადების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. ჯიბიდან გადახდა ჯანდაცვაზე მთლიანი გაწეული ხარჯების 48%-ს შეადგენს, რაც ჯანმო-ს ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია", — განმარტავს ჯანდაცვის უფროსი ეკონომისტი ჯანმოს ჯანდაცვის სისტემების დაფინანსების ბარსელონას ოფისში, ტრინ ჰაბიხტი.
ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ ფინანსური დაცულობა ორი ძირითადი ინდიკატორის გამოყენებით იზომება: ჯიბიდან კატასტროფული გადახდები და ჯიბიდან გადახდები, რომლებიც გაღარიბებას იწვევს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანალიზის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს, ძირითადად, გამოწვეულია სახელმწიფოს მიერ ამბულატორიული მედიკამენტების შეზღუდული დაფარვით, მომხმარებლის გადახდების კომპლექსური სისტემით (თანამონაწილეობა), თანაგადახდაზე ყოველწლიური ლიმიტის, ან ნაკლებად შეძლებული ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის შეღავათების გარეშე, და ასევე სტაციონარული და გადაუდებელი დახმარების პრიორიტეტით პირველად ჯანდაცვასთან მიმართებაში.
ჯანმოს თანახმად, ადამიანები ხშირად საკუთარი ჯიბიდან იხდიან, რათა გვერდი აუარონ პირველად ჯანდაცვას და სამედიცინო დახმარების მისაღებად უშუალოდ სპეციალისტებს მიმართავენ, რაც ნაწილობრივ პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების მიმართ ნდობის დაბალი დონით არის განპირობებული.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვაში სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდა კვლავ საჭიროა.
"ფინანსური დაცულობის გაძლიერება მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაზე ხარჯების გაზრდას, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის სფეროში, ასევე, სერვისების მოცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად ზომების მიღებასა და რესურსების უკეთ გამოყენებას", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ანგარიშში, ასევე, მოცემულია რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ მთავრობამ განახორციელოს ინვესტიციები პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
WHO-ს რეკომენდაციით, საქართველოში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად საჭიროა ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასების რეგულაცია.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ მთავრობამ პრიორიტეტული ყურადღება დაუთმოს დაბალშემოსავლიანი ოჯახებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ჯიბიდან გადასახადებისგან უფრო მეტ დაცულობას.
ჯანმოს თანახმად, ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში WHO-ს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს აღემატება. მათივე ინფორმაციით, ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია WHO-ს ევროპის რეგიონის მასშტაბით.
ჯანმო, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ფინანსური სიდუხჭირის მთავარი მიზეზი ამბულატორიული მედიკამენტებია, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული მოცვითა და მედიკამენტების მაღალი ფასებით არის განპირობებული.
ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შედეგად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოცული მოსახლეობის წილი გაიზარდა და ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები შემცირდა. თუმცა, აღნიშნავენ, რომ საქართველოში ჯანდაცვაზე საჯარო დანახარჯები WHO-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით დაბალია.
"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს ქვეყნების წინსვლას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით — არავინ რჩება მიღმა. ფინანსურ დაცულობას ცენტრალური ადგილი უკავია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა ფინანსური სირთულეების გარეშე. ჯანმრთელობის უნივერსალური მოცვა WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის სტრატეგიულ ჩარჩოს, ევროპის სამოქმედო პროგრამის (EPW) საფუძველს წარმოადგენს", — აცხადებს ჯანმო.
WHO-ს ბარსელონას ჯანდაცვის სისტემების ფინანსირების ოფისის საშუალებით, WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი ახორციელებს ფინანსური დაცულობის კონტექსტურ მონიტორინგს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ჯანმო-ს ბარსელონას ოფისი, ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნებისთვის სპეციალურად ადაპტირებული ტექნიკური დახმარების გაწევას, რათა შემცირდეს დაუკმაყოფილებელი საჭიროებების რიცხვი და ფინანსური პრობლემები ჯანდაცვის მოცვის ხარვეზების იდენტიფიცირების და მოგვარების გზით.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები