10 დაუჯერებელი ფაქტი, რომელიც სახტად დაგტოვებს
მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველდღიურად ახალ-ახალ ამბებს ვიგებთ, რომლებიც ჩვენს გაოგნებას, გაკვირვებას და განცვიფრებას იწვევს.
თუმცა სამყარო მაინც ყოველთვის ახერხებს, რომ ხელახლა გაგვაოცოს.
ისტორიას ახსოვს ისეთი ფაქტებიც, რომლებმაც მნახველსა თუ მსმენელზე ემოციურად განსაკუთრებულად იმოქმედა და მათი დაჯერება დღემდე ბევრს უჭირს. ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ, რომელთა დიდი ნაწილის შესახებ, დიდი ალბათობით, აქამდე არც კი იცოდით.
1. 1982 წელს აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში 7 ადამიანი გარდაიცვალა მედიკამენტ ტაილენოლის (პარაცეტამოლი) მიღების შემდეგ, მათ შორის ერთ-ერთი 12 წლის ბავშვი იყო. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ყველა მსხვერპლს ციანიდის სასიკვდილო დოზა ჰქონდა მიღებული: როგორც გაირკვა, ტაილენოლის მედიკამენტში მომწამლავი ნივთიერება იყო შერეული. ამის გამო მწარმოებელ კომპანია Johnson & Johnson-ს ამ პროდუქტის გაყიდვიდან სრულად ამოღება და რეკლამების შეჩერება მოუწია, რაც $100 მილიონამდე ზარალად დაუჯდა. თუმცა საინტერესოა, რომ ეს შემთხვევები მხოლოდ ერთ ქალაქში, ჩიკაგოში დაფიქსირდა და არა — მთელ ქვეყანაში, რის გამოც მიიჩნიეს, რომ ეს ერთი ადამიანის, სერიული მკვლელის ნამოქმედარია, რომელმაც შეფუთვაში მოთავსებული წამალი საწამლავით ჩაანაცვლა. დამნაშავე დღემდე, 40 წლის შემდეგაც არ უპოვიათ და ეს ითვლება ამ საქმის ერთადერთ ხელჩასაჭიდ თეორიად. სწორედ ამ შემთხვევის გამო წამლის ქილები დღემდე თავსახურის ქვეშ მოთავებული სპეციალური დამცავი საფენით იწარმოება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ჩვენამდე არავის გაუხსნია
2. YouTube-ზე სულ პირველი ვიდეო 2005 წლის 23 აპრილს აიტვირთა: მისი სახელწოდებაა "მე ზოოპარკში" და ამ 18-წამიან ვიდეოში ჩანს YouTube-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი — ჯოუდ კარიმი, რომელიც სან-დიეგოს ზოოპარკში იმყოფება
3. პლანეტა სატურნის სიდიდით მეექვსე თანამგზავრი, სახელწოდებით ენცელადი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ალბათობის მქონე ობიექტია მზის სისტემაში, რომელზეც სიცოცხლის აღმოჩენას ვარაუდობენ. სატურნის ეს განსაკუთრებული მთვარე ძირითადად ყინულითაა დაფარული და მისი ზომა უხეში შედარებით დიდი ბრიტანეთის მასშტაბებს შეესაბამება
ფოტო: NASA
4. კუნძულ Ilha da Queimada Grande-ზე, იგივე გველების კუნძულზე, ადამიანების ჩასვლა აკრძალულია, რადგან იქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველების სახეობა Bothrops insularis არის გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ 43 ჰექტარი ფართობის კუნძულის ლანდშაფტი ძირითადად ქვიანია, ამ სახეობის გველებისთვის ის შესანიშნავი გარემო აღმოჩნდა და ისინი მთელ ტერიტორიაზე გავრცელდნენ ისე, რომ ბუნებაში კონკურენტი არ ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ გველების ეს სახეობა ენდემურია და მხოლოდ აქ გვხვდება, კუნძულზე სტუმრების ჩასვლის აკრძალვა კი ერთდროულად როგორც ამ ქვეწარმავლების, ისე ადამიანების უსაფრთხოებისთვის გახდა საჭირო. კუნძული ბრაზილიის სან პაულუს შტატის შემადგენლობაში შედის და ადგილობრივები დღემდე ჰყვებიან ლეგენდებსა თუ ნამდვილ ისტორიებს ამ კუნძულის საზარელ ბინადრებზე
ფოტო: Alamy Stock Photo
ფოტო: Google Maps
5. კატისებრთა ოჯახის ისეთ სახეობებს, როგორებიც ვეფხვები და ავაზები არიან, კელვინ კლაინის ცნობილი სუნამო Obsession (აკვიატება) უზომოდ იზიდავს: ნიუ-იორკის ზოოპარკში სხვადასხვა არომატზე ცხოველებს ჩაუტარეს ექსპერიმენტი და აღმოჩნდა, რომ კაცის ეს სუნამო კონკრეტული სახეობის ცხოველების ფავორიტია. როგორც ზოოპარკის წარმომადგენელი ამბობს, სუნამო მუშკის არომატს შეიცავს, რომელსაც ცხოველების სათესლე ჯირკვლებიდან იღებენ და ამიტომ მოეწონათ კელვინ კლაინის სუნამოც ამ ძუძუმწოვრებს
ფოტო: Pa Images
ფოტო: Getty Images
6. მართალია, ჩვენ 2020 მიგვაჩნია ყველაზე საშინელ წლად, მაგრამ ისტორიკოსი მაიკლ მაკკორმიკი ამტკიცებს, რომ შემონახული ცნობებით, 536 წელი იყო ყველაზე ცუდი წელი კაცობრიობის ისტორიაში: ისლანდიაში ამოხეთქილი ვულკანის გამო ატმოსფეროში დიდი ოდენობით ფერფლი გაიფანტა, რის გამოც მთელი ევროპა და აზიის ნაწილი 18 თვის განმავლობაში კვამლით იყო დაფარული. ამან კი უმძიმესი ეკოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია: ტემპერატურა დავარდა, მოსავალი აღარ მოდიოდა და ხალხი შიმშილით კვდებოდა. თანაც ბევრმა არ იცოდა, რომ ეს ვულკანის ბრალი იყო და ცაზე გადაფარებულ სქელ ღრუბელს მისტიკურ მიზეზებს მიაწერდნენ
ფოტო: Jhillphotography / Getty Images
7. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ გიგანტურ ვირთხას, სახელად მაგავა, რომელსაც 2020 წელს გმირობისთვის ოქროს მედალი გადასცეს. "ცხოველის გულადობისა და მოვალეობისადმი გამოჩენილი თავდადებისთვის" — წერია მედალზე, რომელიც სულ 30 ცხოველს გადასცემია, მათგან კი ვირთხა მხოლოდ მაგავაა. ხუთი წლის განმავლობაში ამ აფრიკულმა გიგანტურმა ვირთხამ კამბოჯის ტერიტორიაზე 71 აქტიური და ნიადაგში დამალული ნაღმი იპოვა. ამისთვის მას ბელგიაში სპეციალურად ერთი წლის განმავლობაში წვრთნიდნენ. მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ მაგავა 2021 წელს პენსიაშიც გავიდა — ის უკვე შვიდი წლისაა
ფოტო: PDSA / Cover Images / ASSOCIATED PRESS
8. აშშ-ის პრეზიდენტი ენდრიუ ჯეკსონი იმდენი რაოდენობით ყველს ინახავდა თეთრ სახლში, რომ მისი წასვლის შემდეგაც დიდხანს ვერ მოაშორეს ამ პროდუქტის სუნი იქაურობას. საქმე იმაშია, რომ ერთხელ მას 635-კილოგრამიანი ყველის თავი აჩუქა ფერმერმა და პრეზიდენტი ამ გიგანტურ ძღვენს თეთრი სახლის შესასვლელში ინახავდა. 1837 წელს კი სახალხო დღესასწაულზე გამოიტანა და ყველას მისცა უფლება, თითო ნაჭერი ჩამოეჭრათ. როგორც იმ დროიდან შემონახული ცნობები გვაუწყებს, უამრავმა ქალმა, კაცმა და ბავშვმა ძლივს მოუღო ამ ყველს ბოლო. თუმცა ჯეკსონის შემცვლელ პრეზიდენტს, მარტინ ვან ბურენს მაინც დიდი ენერგია და დრო დასჭირდა, რომ თეთრი სახლიდან ყველის სუნი მოეშორებინა
ფოტო: Universal History Archive
ფოტო: Getty Images
9. რაც არ უნდა საშიშები, საზარლები და მრისხანეები უნდა იყვნენ ალიგატორები, ისინი უჩვეულოდ კარგად ეწყობიან წყლის კიდევ ერთ გამორჩეულ სახეობას — ლამანტინებს. ისინი მშვიდად თანაცხოვრობენ და ემეგობრებიან კიდეც ერთმანეთს
ფოტო: D Williams Photography /
ფოტო: Getty Images
10. ასე გამოიყურება უიშვიათესი ალბინოსი ყორანი, რომელიც კანადაში დააფიქსირეს
ფოტო: Martin Smart / Alamy Stock Photo
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები