დისნეის 10 პერსონაჟი, რომელზეც შეიძლება ივარაუდო, რომ ქვიარია
დისნეის სრულმეტრაჟიან ანიმაციაში ჯერ კიდევ არ გამოჩენილა ღიად ქვიარი მთავარი პერსონაჟი და სამწუხაროდ, კვლავ მხოლოდ სპეკულაციებით, მინიშნებებით და ქვეტექსტებით თუ ეცდები ამ ისტორიებში ლგბტ პერსონაჟების ამოცნობას.
მართალია, ოფიციალურად დისნეის ამ სიაში წარმოდგენილი პერსონაჟების სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის შესახებ არაფერი დაუდასტურებია, მაგრამ ახლა სწორედ ისეთ გმირებს წარმოგიდგენთ, რომლებზეც შეგვიძლია ვარაუდი გამოვთქვათ, რომ ჰეტეროსექსუალები სულაც არ არიან: მხატვრული შემოქმედება ყოველთვის ინტერპრეტაციის საგანია, მათ შორის ანიმაციებიც, შესაბამისად, მაყურებელთა არც ისე მცირე ნაწილმა ქვემოთ მოცემულ შემთხვევებზე ივარაუდა, რომ ეს ისტორიები ქვიარ ადამიანების გამოცდილებების ელემენტებს შეიცავს.
1. ლი შანგი მულანიდან
ბევრი ფანი ძალიან გულდაწყვეტილი დარჩა, როცა აღმოაჩინეს, რომ ლი შანგი მულანის კინოვერსიიდან საერთოდ ამოიღეს. თუმცა ზოგიერთის აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ დისნეის ეკრანზე ბისექსუალი პერსონაჟის გამოყვანა შეეშინდა. ბევრი ფიქრობს, რომ ლის სექსუალური ორიენტაციის შესახებ თეორიები ამან კიდევ უფრო გაამტკიცა. თუმცა ისიც საკმარისია, რომ I'll Make A Man Out Of You-ს კლიპს უყურო და ნახო, როგორ უყურებს ბიჭად გადაცმულ მულანს ლი.
2. ჯაფარი ალადინიდან
ფანებს დისნეის ძალიან ბევრ ბოროტმოქმედზე აქვთ ეჭვი, რომ ისინი თავიანთ ორიენტაციას მალავენ. ეს გასაკვირი არაა და შეიძლება ითქვას, რომ ანიმაციის შემქმნელები სპეციალურად ქმნიან მსგავს პერსონაჟებს. წლების განმავლობაში დისნეის ფილმები (და არამარტო) აძლიერებდა სტერეოტიპებს, რომ გეი კაცები "საშიშები" და "ბოროტები" არიან. არა მხოლოდ იმით, რომ ისინი მთავარი პერსონაჟის მოწინააღმდეგეები არიან და მას ებრძვიან, არამედ იმითაც, რომ მათი ჰაბიტუსი ხშირად საზოგადოებაში მიღებულ გენდერულ ნორმებში არ ჯდება — ისინი გეი ადამიანის კარიკატურულ ვერსიებს წარმოადგენენ.
ამიტომაცაა, რომ ჯაფარის ხმა, მისი მანერები არც ისე მასკულინურია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ის ძალაუფლების მოყვარული ჰეტეროსექსუალი კაცია.
3. ურსულა პატარა ქალთევზადან
ურსულას პერსონაჟი დრეგ ქუინ დივაინის შთაგონებით არის შექმნილი, შესაბამისად, მასზე სხვა რამის დამატებაც არაა საჭირო.
4. კაპიტანი კაუჭა პიტერ პენიდან
ესეც მორიგი ანტიგმირი დისნეის ფილმებიდან, რომელზეც თავისი ექსტრავაგანტური სტილის გამო ხშირად ვარაუდობენ, რომ გეია.
5. მერიდა მამაციდან
ბევრი ფანი ფიქრობს, რომ მერიდა ასექსუალების ღირსეული წარმომადგენელია: მას სასიყვარულო ურთიერთობები ნაკლებად აინტერესებს და ბევრი ადამიანი მასთან მარტივად აიგივებს თავს.
6. ელზა გაყინულიდან
მის სექსუალურ ორიენტაციაზე ფანები პირველი ფილმის გამოსვლის შემდეგ ლაპარაკობდნენ და ანიმაციის მეორე ნაწილმა ეს ეჭვები კიდევ უფრო გააღვივა. იმდენად, რომ ამ ფაქტზე SNL-ში სკეტჩიც კი მიეძღვნა.
7. რაილი თავდაყირადან
ფანების აზრით, რაილი ქვიარ პერსონაჟია. ის ემოციური განვითარება, რასაც რაილი ფილმში გადის, ბევრისთვის ძალიან ნაცნობი აღმოჩნდა.
8. ტიმონი და პუმბა მეფე ლომიდან
ძნელია, დისნეის ფანების ნაწილი გადაარწმუნო იმაში, რომ ტიმონი და პუმბა გეი წყვილია, რომელმაც სიმბა ღირსეულ მეფედ აღზარდა.
9. ტერკი ტარზანიდან
დისნეის ფანებს არ გამოჰპარვიათ ტერკის ქვიარობა და ის გაშლილი ხელებით და ღია გულებით მიიღეს თავიანთ თემში.
10. ლუკა და ალბერტო ლუკადან
ლუკა დისნეის 2021 წლის ანიმაციაა, რომელსაც უკვე მოჰყვა დიდი განხილვა მთავარი პერსონაჟების სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. ბიჭებს შორის არსებული ურთიერთობა ბევრი ადამიანისთვის მეგობრობაზე მეტი იყო, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამ იდეას არ ეთანხმებოდნენ და თვლიდნენ, რომ კაცებს შორისაც შეიძლება მსგავსი გულწრფელი მეგობრობა არსებობდეს.
ზოგიერთის აზრით, ხანდახან სულაც არ არის საჭირო, რომ ვიღაცამ ოფიციალურად დაადასტუროს პერსონაჟების სექსუალური ორიენტაცია, მთავარია, რას გრძნობ მაშინ, როცა პერსონაჟების ურთიერთობას ადევნებ თვალს. ლუკაში კი ეს ქიმია ნამდვილად იგრძნობა.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
კომენტარები