გორში გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულები გორის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. თუმცა, დამწვრობის ხარისხიდან გამომდინარე, მათი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაყვანა იგეგმება.

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.