საია: საქალაქომ არ გაითვალისწინა სააპელაციოს მითითება, რომ ბათუმი რივიერას მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ ბათუმი რივიერას მშენებლობა ისევ არ შეაჩერა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მითითება მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა.
"ჩვენ ამ წლის იანვარში წარვადგინეთ შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ვითხოვდით მშენებლობის ნებართვის შეჩერებას, რაც რა თქმა უნდა, გულისხმობდა შემდგომ უკვე ამ აქტის საფუძველზე მშენებლობის შეჩერებასაც. საქალაქო სასამართლომ, ფაქტობრივად, შაბლონურად ნორმებზე მითითებით საპროცედურო კანონმდებლობის დაუსაბუთებლად გვითხრა უარი აქტის მოქმედების შეჩერებაზე", — ამბობს ის.
სიმონიშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს, რითაც საქალაქო სასამართლოს განჩინება გაუქმდა და მიეთითა, რომ იქ არ იყო მოსარჩელეების ინტერესები გათვალისწინებული.
"სააპელაციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა საქალაქო სასამართლოს, რომ აქტის მოქმედების შეჩერებასთან მიმართებით, უნდა მიეღო გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების პერიოდამდე. თუმცა საქმის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების შემდეგ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კვლავ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა [...] ძალიან დაუსაბუთებელი განჩინებით ისევ უარი თქვა აქტის მოქმედების შეჩერებაზე, რითაც, ფაქტობრივად, უგულებელყო ზედა ინსტანციის სასამართლოს მითითება და კვლავ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება", — აღნიშნა მან.
მისი თქმით, საია ამ გადაწყვეტილებას სააპელაციოში კვლავ გაასაჩივრებს.
"იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ამჯერად უფრო მომზადებული დახვდება ამ განჩინებას, მიიღებს იმ გადაწყვეტილების, რომელიც უნდა მიიღოს და თვითონ შეაჩეროს ამ აქტის მოქმედება", — ამბობს ის.
2019 წლის 20 აგვისტოს ბათუმის საკრებულომ ხმაურის ფონზე ქალაქის ისტორიულ ნაწილში სილქ როუდ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რივიერა ბათუმს განაშენიანების რეგულირების გემის დაამტკიცა. საუბარია გოგებაშვილისა და ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქტივისტები და მოქალაქეები პროექტს აპროტესტებდნენ და დეპუტატებს მოუწოდებდნენ, მისთვის მხარი არ დაეჭირათ.
კომპანია ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. ბათუმის მერიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ ზღვის სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობა საფრთხეს არ წარმოადგენს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები