17 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანიას გადაეცათ აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

"როგორც სამივე ინსტანციაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ," - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილების მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილების, ნინო ნიჟარაძისა და შპს ტელეკომპანია საქართველოს ნაცვლად ქიბარ ხალვაში და შპს პანორამა გახდნენ.

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  4. ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
  5. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  7. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  8. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  9. მწვანე ალტერნატივა
  10. კავშირი საფარი
  11. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  12. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  13. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
  14. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
  15. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  16. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  17. ხმა საქართველოდან