გვრიტიშვილს არ ჰგონია, რომ მოსამართლეების დანიშვნით სასამართლოს რეპუტაცია ზიანდებოდეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს არ ჰგონია, რომ მოსამართლეების დანიშვნით სასამართლოს რეპუტაცია ზიანდებოდეს.
"საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ უზენაეს სასამართლოში არანაკლებ 28 მოსამართლე უნდა იყოს, არ არის დღეის მდგომარეობითაც შესრულებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, გვაქვს პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, კანონისმიერი ვალდებულება, რომ ეს პროცედურები განგვეხორციელებინა. ესე იგი, რეპუტაციასთან დაკავშირებით სასამართლო მოსამართლე ემორჩილება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს. სასამართლოს რეპუტაცია არ მგონია, რომ ზიანდებოდეს იმით, რომ სასამართლო ხელისუფლება ასრულებს კანონის მოთხოვნებს", — ამბობს გვრიტიშვილი.
17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართა, სადაც თანამდებობაზე 46 მოსამართლე დაინიშნა. გარდა ამისა, საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ახლა კადრების დამატება სასამართლოში არსებული ძლიერი ე.წ. კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს.
რა წერია შარლ მიშელის დოკუმენტში
შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, სანდოობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, პირველ ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული; განსაკუთრებით, წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნებით მოსამართლეთა დანიშვნის კომპეტენციის კრიტერიუმების გათვალისწინებით.
მიშელის წინადადებაში მითითებულია ისიც, რომ არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან "თავი უნდა შეიკავონ".
ამასთან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.
გარდა ამისა, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.
რა გააკეთა მმართველმა გუნდმა
17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგინა, რასც სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის პროტესტი მოყვა. ისინი მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებას მოითხოვნდნენ.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს მოუსმენს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ. ეს განცხადება კობახიძემ პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
აშშ-ის საელჩოს შეხსენება
დღეს, 23 ივნისს აშშ-ის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც გახაზული აქვს შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც სასამართლო რეფორმას ეხება. მათ შორის ის წინადადებაც, სადაც წერია, რომ პარლამენტმა "უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს".
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
კომენტარები