შანტაჟის, მუქარის, შეურაცხყოფის პირობებში ვიყავი ძლიერი, იმიტომ, რომ ჩემ უკან იდგა სიმართლე — ჟვანია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მასზე იყო ზეწოლა, თუმცა იყო ძლიერი, რადგან მის უკან იდგა სიმართლე.
"პირდაპირ ვიტყვი, რომ როდესაც მე აი იმ ძალიან დიდი ზეწოლის და შეიძლება ითქვას, შანტაჟის, მუქარის, შეურაცხყოფის პირობებში მე ვიყავი ძლიერი, ძლიერი ვიყავი იმიტომ, რომ ჩემ უკან იდგა, ჩვენს საარჩევნო ადმინისტრაციის უკან იდგა სიმართლე. ჩვენ ველოდებოდით დასტურს, სად ვიყავით მტყუანი. ასეთი დასტური არ არსებობს", — განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ასე უპასუხა მან არჩევნების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წვერის, ალუდა ღუდუშაურის კითხვას, მისი გადადგომის მოთხოვნებთან დაკავშირებით. ჟვანიამ, ასევე, განაცხადა, თანამდებობის დატოვების საკითხი ცესკოს თავმჯდომარის გადასაწყვეტია და არა პოლიტიკური პარტიების.
"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გადადგომის საკითხი, წასვლა-დარჩენის საკითხი, უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრატორის გადასაწყვეტი. იმიტომ, რომ ის არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი და არცერთ პოლიტიკურ ძალას, ვინც არ უნდა იყოს ის — ხელისუფლებაში მყოფი თუ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალა — არ უნდა ჰქონდეს საშუალება და არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ მისი პოლიტიკური სურვილის გამო ადმინისტრატორები იცვლებოდნენ. ეს ვიქნები მე, თუ შემდეგი ნებისმიერ ადმინისტრატორი", — განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ჟვანია ამბობს, რომ ბრალდებებს, რომლებიც მისი და ცესკოს მიმართულებით იმის მტკიცებულებები არ მოჰყვება.
"არსებობს ბრალდებები, რომლებიც არის ცარიელი, მტკიცებულებების გარეშე [...] თვეების განმავლობაში ჩვენ ველოდებოდით ამ მტკიცებულებებს. მათ შორის, ალბათ თქვენი კომისიაც ელოდებოდა და მე, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის არც დღეს არ მინახავს რომ აქ ვინმე შემოსულიყო ამ დღეების განმავლობაში და რაღაც მტკიცებულება მოეტანა", — განაცხადა თამარ ჟვანიამ.
დღეს პარლამენტში, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუსმინეს.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები