ქოჩარიანის ბლოკი სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი "Hayastan" ("სომხეთი") სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხურენოვან სამსახურს ბლოკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, იშხან საღათელიანმა უთხრა.
მედია წერს, რომ სავარაუდოდ, რობერტ ქოჩარიანი ბლოკის შემდგომი ნაბიჯების შესახებ დეტალურად ხვალ, 22 ივნისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
ყველა საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემების დათვლის შედეგად, სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ სამოქალაქო შეთანხმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოიგო.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში გუშინ, 20 ივნისს გაიმართა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 1 281 911 ბიულეტენის დათვლის შემდეგ, ფაშინიანის პარტიამ 53,92% (687 251 ხმა) მიიღო, ხოლო სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა "Hayastan" ("სომხეთი") 21, 04% (268 165 ხმა).
არჩევნებში სულ 25 პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა. დანარჩენმა პარტიებმა და ბლოკებმა პარლამენტის მანდატების მოსაპოვებლად განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
პარლამენტში წარმომადგენლობისთვის ბლოკს ხმების მინიმუმ 7% სჭირდება, ხოლო პარტიას მინიმუმ 5%. ამასთან, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტში სულ მცირე სამი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი, რაც მანდატების მიღების შესაძლებლობას აძლევს იმ საარჩევნო სუბიექტსაც, რომელმაც ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
არჩევნებში აქტივობამ 49,4% შეადგინა.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების სომხეთში რამდენიმეთვიანი პროტესტი უძღოდა წინ. პროტესტისა და სამხედროების მოთხოვნის შემდეგ, სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 25 აპრილს გადადგა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგებოდა და ვადამდელ არჩევნებს დათანხმდებოდა, თუ პრემიერმინისტრობის სხვა კანდიდატებს არ წარადგენდნენ, რაც პარლამენტის დაშლასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას გამოიწვევდა. შეთანხმების მიხედვით, სომხეთის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები 20 ივნისს ჩაინიშნა.
ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო ტალღა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომი საერთო შეთანხმებით დასრულდა და რეგიონზე კონტროლი აზერბაიჯანს გადაეცა. ომის შედეგს სომხური მხარე დამარცხებად აღიქვამდა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები