ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადბეით, ნაციონალური მოძრაობის საბოტაჟის გეგმა ჩავარდა და ისინი იძულებული გახდნენ შემოსულიყვნენ პარლამენტში.

"ნაციონალური მოძრაობის საბოტაჟის გეგმა ჩავარდა. ისინი გახდნენ იძულებულნი შემოსულიყვნენ საქართველოს პარლამენტში, ახლა არიან პარლამენტში და დანარჩენზე არ მიიღებენ პასუხებს, რომელსაც იმსახურებენ", — თქვა თალაკავაძემ.

7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში მივიდა.