კრუელა — 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ნახოთ დისნეის ახალი ფილმი
კრუელა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტიგმირია ანიმაციებისა და კინოს სამყაროში: ის პირველად დისნეის 1961 წლის მულტფილმიდან ას ერთი დალმატინელი გავიცანით, მოგვიანებით კი 1996 წელს გამოსული ამავე სახელწოდების ფილმში ვიხილეთ გლენ ქლოუზის ლეგენდარული შესრულებით.
თუ გავითვალისწინებთ ამ პერსონაჟის უსაზღვრო გავლენას პოპკულტურაზე, გასაკვირი არ არის, რომ დისნეიმ მასზე დამოუკიდებელი ფილმის გადაღება გადაწყვიტა. 3 ივნისს საქართველოს კინოთეატრებშიც შედგა ამ მაღალი მოლოდინების მქონე კინოსურათის პრემიერა და თუ ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათ, გინდათ თუ არა მისი ნახვა, ამ სტატიაში მნიშვნელოვანი სპოილერების მაქსიმალური არიდებით მოგიყვებით, თუ რატომ არ უნდა გადადოთ კრუელას ნახვა.
1. კრუელა დე ვილის სულ სხვა მხარეებს გაიცნობთ
კრუელას აქამდე ისე ვიცნობდით, როგორც სასტიკ ცინიკოსს, რომელსაც ქურქის შესაკერად ძაღლების გატყავება სურდა. შეიძლება კი, ასეთ პერსონაჟსაც ჰქონდეს ის ადამიანური მხარეები, რის გამოც თანავუგრძნობთ მას? ახალ ფილმში კრუელას ბავშვობიდან გავლილ გზას მივადევნებთ თვალს და იმ სავარაუდო მიზეზებსაც გავიგებთ, რამაც მისი პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
2. საკულტო ანიმაციიდან პატარა, მაგრამ ემოციურ მსგავსებებსაც დაიჭერთ
ფოტო: Disney
მაგალითად, აქაც უყვართ ძაღლებს ტელევიზორის ყურება და იმ ფრაზასაც მოკრავთ ყურს, თუ როგორ ჰგვანან ძაღლები თავიანთ პატრონებს.
3. მთელი ფილმი მოდის ნამდვილი ზეიმია
ფოტო: Disney
მოდა გიტაცებთ თუ არა, ეს ფილმი მაინც შეძლებს თქვენს გაოცებას: კოსტიუმების დიზაინერი ჯენი ბევანი ნამდვილ სასწაულებს ახდენს და მაყურებლების დიდი ნაწილი უკვე შეთანხმდა კიდეც, რომ ამის გამო ოსკარიც გარანტირებული აქვს მას.
4. ბევრს იცინებთ
ფოტო: Disney
შეიძლება, ბევრი ამას არ ელოდა, მაგრამ კრუელაზე გადაღებული ფილმი პირქუშ და ბნელ გარემოზე მეტად უფრო სახალისო სანახაობა აღმოჩნდა, ამაში კი დიდი წვლილი კრუელას მარჯვენა და მარცხენა ხელებს — ჯასპერსა და ჰორასს მიუძღვით.
5. ძაღლები კვლავ მნიშვნელოვანი პერსონაჟები არიან
ფოტო: Disney
ვიღაცებს სიუჟეტის საკვანძო მომენტებში ძაღლების ჩართვა ზედმეტი და არაბუნებრივი მოეჩვენა, მაგრამ, ალბათ, მათ დაავიწყდათ, რომ დისნეის ფილმს უყურებდნენ, სადაც ცხოველების მიერ გამოვლენილი სუპერგმირობა ნამდვილად არ უნდა გვიკვირდეს.
6. გაიცნობთ კრუელაზე მეტად თუ არა, არანაკლებ სასტიკ ახალ ანტიგმირს
ფოტო: Disney
ემა ტომპსონის მიერ განსახიერებული ბარონეს ფონ ჰელმანი ერთდროულად ძალიან შემზარავი და მიმზიდველი პერსონაჟია.
7. მთელი ფილმი ერთმანეთზე უკეთესი საუნდტრეკებითაა გაფორმებული
ფოტო: Disney
დორის დეის, Queen-ის, ნინა სიმონეს თუ The Rolling Stones-ის სიმღერები განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით.
8. ემა სტოუნის საოცარ შესრულებას იხილავთ
ფოტო: Disney
კინომოყვარულების დიდი ნაწილი უკვე კარგა ხანია აღიარებს, რომ ემა სტოუნი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თანამედროვე მსახიობია, თუმცა თუ მისი შეყვარება აქამდე ვერ მოახერხეთ, ეს ფილმი ამაშიც დაგეხმარებათ.
9. ფილმში ნაცნობ სახეებთან ერთად, ახალი და სახასიათო პერსონაჟები ჩნდებიან
ფოტო: Disney
ფოტო: Disney
გაიგებთ, როგორ გაიცნო კრუელამ ანიტა, ამავდროულად კი სხვა ისეთი აქამდე უცნობი გმირებიც, როგორებიც, მაგალითად, არტია.
10. არა, კრუელა ჯოკერი არ არის
ფოტო: Disney
კრუელას გამოსვლამდე ბევრი ვარაუდობდა, რომ ემა სტოუნის პერსონაჟი ხოაკინ ფენიქსის ჯოკერის მსგავსი იქნებოდა, თუმცა რეალური შედეგი ასეთი სულაც არ აღმოჩნდა და დისნეის ახალი ფილმი მაინცდამაინც რამეს თუ უნდა შევადაროთ, ეს უფრო ეშმაკს აცვია პრადაა.
მოკლედ, მრავალი კრიტიკოსისა და მაყურებლის შეფასებით, კრუელა დისნეის საუკეთესო თუ არა, ერთი-ერთი საუკეთესო ფილმი ნამდვილადაა და არც თქვენ უნდა გამოტოვოთ მისი ხილვის შესაძლებლობა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები