რას აკეთებენ დღეს როსი, რეიჩელი, ჩენდლერი, მონიკა, ფიბი და ჯოუი? — მსახიობების პასუხი
ასევე ნახეთ, როგორ შეიცვალნენ Friends-ის პერსონაჟები 1-ლი სეზონიდან დღემდე.
Friends-ის პირველი ეპიზოდი 1994 წელს გამოვიდა. სერიალი 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი ახალგაზრდა ფანებიდან ზოგიერთი დაბადებულიც კი არ იყო, როდესაც ტელეშოუს პრემიერა შედგა.
მეგობრები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ იგი რეიტინგული იყო, კრიტიკოსების გულის მოგებაც მოახერხა და უამრავი ჯილდოც დაიმსახურა.
შოუს ბოლო ეპიზოდი ეკრანზე 2004 წლის მაისში გამოვიდა და ემოციურ დასასრულს გულგრილი არცერთი მაყურებელი არ დაუტოვებია. 17 წლის შემდეგ, დღეს, 27 მაისს დადგა დღე, როდესაც პერსონაჟების ნაცვლად მსახიობები შეიკრიბნენ და Friends: The Reunion-ში განვლილ გზაზე მოგვიყვნენ.
რასაკვირველია, ამ დროის განმავლობაში მსახიობები ძალიან შეიცვალნენ. თუმცა გარდა მათი ფიზიკური ცვლილებისა, საინტერესოა, როგორ წარმოუდგენიათ შოუს ვარსკვლავებს, სად იქნებოდნენ მათი პერსონაჟები 2021 წელს და როგორ განვითარდებოდა მათი ცხოვრება. ამის შესახებ მსახიობებმა ჯერ კიდევ სპეციალური ეპიზოდის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ისაუბრეს.
1. რეიჩელი
"იმედი მაქვს, საკუთარი დიზაინით ვქმნი ტანისამოსს და ერთგვარი პატარა ტანსაცმლის ხაზი მაქვს, აი როგორც ნილი ლოტანს. ნიუ-იორკში ვცხოვრობ, ზემო ისტ-საიდში”, — ამბობს ჯენიფერ ენისტონი.
2. მონიკა
"ყოველთვის მგონია, რომ მონიკა ცდილობს სხვა დედებს შეეჯიბროს და ყველაფერში აჯობოს მათ", — ამბობს კორტნი კოქსი. "იქნება ეს ნამცხვრების გაყიდვა თუ სხვა ნებისმიერი კონკურსი. დარწმუნებული ვარ, ძალიან გამაღიზიანებელი იქნება. შეიძლება მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე იყოს, ან რამე მსგავსი".
3. ფიბი
ლიზა კუდროუს აზრით: "ფიბი კონექტიკუტში ცხოვრობს მაიკთან და ბავშვებთან ერთად. სკოლაში სამხატვრო პროგრამის ხელმძღვანელია. ალბათ, ყოველთვის უწევს საკუთარი ბავშვების დაცვა, რადგან ისინი მასავით განსხვავებულები იქნებიან".
4. ჩენდლერი
"ჩენდლერი საუკეთესო მამაა და იუმორისტული შოუს სცენარისტად მუშაობს", — ფიქრობს მეთიუ პერი.
5. ჯოუი
მეთ ლებლანკის აზრით: "ჯოუი სენდვიჩების მაღაზიას გახსნიდა".
"და ყველა სენდვიჩს შეჭამდა", — ხუმრობით დაამატა მეთიუ პერიმ.
6. როსი
"დინოზავრების ძვლებთან თამაში გარდა, ვფიქრობ, როსი ჯოუის სენდვიჩების მაღაზიაში ფულს დააბანდებდა და შვილების გამო მთელს თავის დანაზოგს დახარჯავდა" — ამბობს დევიდ შვიმერი.
ძალიან სახალისო წარმოსადგენია, მეგობრები პანდემიის პერიოდში, თვითიზოლაციაში, მონიკას დამზადებულ ორცხობილებს რომ მიირთმევენ და ფიბის სიმღერებზე ერთად მღერიან.
შეიძლება სპეციალურ ეპიზოდში ეს ვერ ვნახოთ, მაგრამ მსახიობები ბევრ საინტერესო ამბავს გაიხსენებენ და ეჭვგარეშეა, რომ მათთან ერთად მაყურებელიც მხიარულად გაატარებს დროს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები