თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბუტრანა ევროპული სტანდარტების წარმოებაზე გადადის
ბუტრანა კახეთში, სოფელ ტიბაანთან მდებარე მიკრო ზონაა, რომელიც კახეთის ტერიტორიაზე არსებულთაგან ერთ-ერთი უძველესია. იქ მოყვანილი ყურძენი განსაკუთრებული საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა, ღვინო კი — ხასიათით. სულ რამდენიმე წლის წინ ბუტრანას შესახებ ცოტა ვინმეს თუ სმენოდა. კახეთს გარეთ მცხოვრებთათვის ეს სახასიათო სიტყვა და გამორჩეული ადგილი ან სრულიად უცნობი, ან კიდევ მივიწყებული იყო. მის ხსენებას და მასზე ინფორმაციას ძველ წიგნებში თუ წააწყდებოდით. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა წარმოშობით ტიბაანელმა ჯემალ ხატიაშვილმა საკუთარი ბიზნესისა და წარმოების ბუტრანასთან დაკავშირება.
"ჩვენი ოჯახი 10 ჰექტარ მიწას ფლობს ტიბაანთან, სწორედ მათ, პირველ რიგიში კი პაპამ, ჩამინერგეს ადრეული ბავშვობიდან ამ საქმის სიყვარული. ჩვენ სამი სახის პროდუქციას ვაწარმოებთ: ღვინოს, ყველსა და სუფრის ყურძენს. ჩვენი ყველა პროდუქტი დაკავშირებულია ბუტრანაში მოყვანილი ყურძნისაგან დამზადებულ ღვინოსთან. მაგალითად, ჩვენ- მიერ წარმოებული ყველი ჩვენივე საფერავშია დავარგებული", — ყვება ჯემალ ხატიაშვილი.
საქართველოში ნატურალური რძე მუდამ დეფიციტური იყო, მაგრამ ბუტრანას აქვს ამბიცია, რომ მის მიერ წარმოებული ყველი მხოლოდ ნატურალურ რძეზე იყოს დამზადებული. სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს მერძეული ფერმის აშენება. ძროხების ექსპორტს ესტონეთიდან აპირებენ, მათი გამორჩეული პროდუქტიულობის გამო. მანამდე კი, საკუთარ პატარა ფერმაში წარმოებული და სხვა ადგილობრივი ფერმერებისაგან შეძენილი რძით, ბუტრანა ოცამდე სახეობის ყველს სთავაზობს მომხმარებელს: საფერავში, თათარაში, აჯიკაში, თაფლში, პიტნაში, კენკრაში თუ სხვა მეთოდებით დავარგებულს.
ფერმის გაფართოება და ევროპულ სტანდარტზე სრული გადასვლა, ცხადია, წარმოების მასშტაბსაც გაზრდის და ახალი ჩანაფიქრების თამამად განხორციელების საწინდარიც იქნება. ევროპული ყველეულიდან ბუტრანა უკვე აწარმოებს მოცარელას, ახლო მომავალში კი კამემბერისა და ლურჯი ყველის დამატებასაც გეგმავს.
"ახალი ფერმა წარმოების მასშტაბის გაზრდაში ძალიან დაგვეხმარება. თავდაპირველად ბუტრანაში 5 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს 20-მდე თანამშრომელი გვყავს, ფერმის ამუშავების შემდეგ კი მინიმუმ 7 ახალი თანამშრომელი დაგვემატება", — ამბობს ჯემალ ხატიაშვილი.
ექვს ჰექტარზე გაშენებული ვენახების ყურძნისაგან ბუტრანა ორი სახეობის ღვინოს აწარმოებს — საფერავსა და ქვევრის რქაწითელს.
"ჯერჯერობით მხოლოდ 5000 ბოთლს ვასხამთ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გადის, მაგრამ გვაქვს შატოს აშენების გეგმა და გვინდა წლიური წარმოება 100 000 ბოთლამდე გავზარდოთ. ცხადია, მომავალში ღვინის ექსპორტსაც ვგეგმავთ. ვაპირებთ, ღვინო ჩინეთის, რუსეთისა და ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ", — ამბობს ბიზნესმენი.
ბუტრანას ვენახებში 50-მდე ჯიშის ყურძენია. საღვინე ჯიშებიდან ღვინო იწარმოება, დანარჩენი კი ხილად იყიდება — აქაური ვენახების დაფასოებული და ეტიკეტირებული ყურძნით მარაგდება აგროჰაბი. ეს ყურძენი სამაცივრე მეურნეობაში ინახება, რაც საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენს. კომპანია ასევე გეგმავს ყურძნის გატანას ევროკავშირის ბაზარზე.
ბუტრანა ევროპული სტანდარტისა და ნოვაციების დამკვიდრებაზეც ზრუნავს, რაც, მათი თქმით, შრომატევადი და ხარჯიანი საქმეა. კომპანიას თიბისისთან თანამშრომლობის 7 წლიანი ისტორია აქვს. სწორედ თიბისის მხარდაჭერით შეიძინეს სამაცივრე მეურნეობის გასამართად საჭირო დანადგარები, ახლა კი ევროპული სტანდარტის ფერმის ასაშენებლადაც მოიპოვეს დაფინანსება. ჯემალ ხატიაშვილი ამბობს, რომ "გეგმაში კიდევ ბევრი სიახლის შემოტანა აქვს და მათ შესახებ თამამად ლაპარაკის საშუალებას სწორედ ამგვარი მხარდაჭერა აძლევს".
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
კომენტარები