ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში მივიდა
ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge
ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში მივიდა. ნაკაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარლამენტში იყოს ადამიანი, ვინც იქ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებს დააყენებს. მისი თქმით, თავადაც ყოფილა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი.
"მივიღე მე გადაწყვეტილება, იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს ბექგრაუნდს წარმოადგენს. განსაკუთრებით, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით. კონკრეტულად, პირადად მე ვყოფილვარ ხოლმე მსხვერპლი სხვადასხვა დისკრიმინაციული მოპყრობისა და ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც აღნიშნულ თემას საკუთარ თავზე გამოცდილებით დააყენებს საკითხებად და შესაბამისად, შეეცდება მისი მოგვარების გზების პოვნას", — თქვა მან.
მან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლა 18 მაისს გადაწყვიტა და პარტია დატოვა. რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, პარტიაში განაცხადეს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას არ აპირებენ. ნაკაიძის თქმით, პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით მისთვის გასაგები და მისაღებია, მაგრამ მნიშვნელოვანია საკანონდებლო ორგანოში წარმოადგინოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და თემები, რომლებიც აქამდე ნაკლებად განიხილებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად, ევროპულმა საქართველომ სულ 5 მანდატი მიიღო. მართალია, პარტია ოფიციალურად პარლამენტში არ შედის, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც არჩევნებზე ევროპულ საქართველოს წარმოადგენდნენ, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა გადაწყვიტეს. კერძოდ, დავით ბაქრაძემ, შალვა შავგულიძემ, არმაზ ახვლედიანმა და ტარიელ ნაკაიძემ. კიდევ ერთი მანდატი კი ელენე ხოშტარიას ეკუთვნის, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუმცა უკვე დატოვა ევროპული საქართველო და ახალი პოლიტიკური მოძრაობა შექმნა.
ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი პარლამენტში შევიდა. განსხვავებული პოზიცია აქვს ლეიბორისტულ პარტიას, ასევე, ამ დროისთვის უცნობია ნაციონალური მოძრაობის საბოლოო გადაწყვეტილება.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები