კომენდანტის საათი საქართველოში კვლავ ძალაში რჩება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება კომენდანტის საათის გადავადების საშუალებას არ იძლევა.

"ახლა პიკში ვართ და ამდენად არც ეპიდემიოლოგიურად არ არის გამართლებული, რომ ჩვენ რომელიც შეზღუდვის შემსუბუქებაზე მათ შრის კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ დღეს არ გვაქვს იმის შესაძლებლობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ", — აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე შესაძლოა მაისის ბოლოს იმსჯელონ, როცა პროგნოზულად პიკი აღარ იქნება.

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები განაახლებენ მუშაობას.