კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტი "ბიზნეს ინკუბატორის" მეორე ნაკადის მიღებას იწყებს
როგორ უნდა მართო წარმატებული ბიზნესი? შეიძინო განათლება ამ მიმართულებით? იქნებ თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად იმდენივე დოზით პრაქტიკის კომპეტენციაა საჭირო?
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს სწორედ მეორე მიდგომით ამზადებს: ფაკულტეტზე პროფესიონალი, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან; სწავლის პარალელურად კი ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედებს "ბიზნეს ინკუბატორი", პროექტი, რომლის მიზანიც სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და მეწარმეობის წახალისებაა.
ბიზნეს-ინკუბატორი CIU-ს შედარებით ახალი პროექტია. იგი 2019 წელს შეიქმნა. "მისი წყალობით სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩამოიყალიბონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ასევე ისწავლონ საკუთარი იდეების შემუშავება, ანალიზი, კონკრეტულ ქმედებებში ასახვა, ბიზნეს-გეგმის შემუშავება და განხორციელება და სხვა." — აღნიშნავს CIU ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი, მარიკა კლდიაშვილი.
ინკუბაციის პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს: პირველ რიგში ყალიბდება სტუდენტური გუნდები; შემდეგ ირჩევა ბიზნეს იდეები და დგება ბიზნეს გეგმები; მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული აქტივობები ტარდება, გარდა ამისა, სტუდენტებს ევალებათ პოტენციური კომპანიის ბრენდ ელემენტების შექმნაც.
თუკი პირველი ბიზნეს ინკუბატორი მხოლოდ ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა, წელს პროექტის ხელმძღვანელებმა ეს წესი შეცვალეს და CIU-ს ყველა ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტს მიეცა მასში მონაწილეობის საშუალება.
"ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ფაკულტეტებზეც გვაქვს პოტენციალი იმისა, რომ სტუდენტების ნაწილი მეწარმეობის, ბიზნესის კუთხით განვითარდეს, მაგალითად, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები." — აღნიშნავს CIU-ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ირმა ბარათაშვილი.
პირველმა ინკუბატორმა სამი გუნდი გამოუშვა. ფინალისტებმა მიიღეს ფულადი საჩუქრები უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიისგან იდეის შემდგომი განვითარებისთვის.
"ამიტომაც, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მხოლოდ სასწავლო პროცესი და ინკუბატორს მხოლოდ თეორიის პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობები აქვს. არავითარ შემთხვევაში. ცხადია, ასეც არის, თუმცა ძირითადად, სტუდენტებისთვის მოტივაციაა ის, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი საოცნებო იდეები რეალურ პროექტებად აქციონ და ამაში უნივერსიტეტი ხელს ძალიან უწყობს." — ამბობს ბარათაშვილი.
პროექტის ხელმძღვანელი, მარიკა კლდიაშვილი გვიყვება, რომ 2021 წლის მოვლენებმა განსაკუთრებით კარგად დაგვანახა ყველას ახალი იდეების, პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზების მნიშვნელოვნება. მისი თქმით, ბიზნეს ინკუბატორის ტიპის პროექტები ხელს უწყობს მომავალ მეწარმეებს და სტუდენტებს, დაინახონ და შეამჩნიონ შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემებს ხედავენ.
"ახალგაზრდებს ვურჩევდი უწყვეტ რეჟიმში გარემოს და მომხმარებლის საჭიროებების ანალიზს, პროტოტიპირების ტექნიკის გამოყენებასა და რისკების საპასუხოდ სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ბევრი წარმატებული კომპანიის საიდუმლო - მუდმივი განვითარება, ადაპტაცია გარემოებებზე და პარალელურად რისკების კონტროლი. და რა თქმა უნდა - გუნდი - კვალიფიცირებული, მოტივირებული, თვითორგანიზებული, ორიენტირებული ზრდასა და განვითარებაზე." — ამბობს მარიკა კლდიაშვილი.
"ბიზნეს ინკუბატორის" პროექტში დარეგისტრირება 27 აპრილამდეა შესაძლებელი. პროექტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული.
-
მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
გადახედვა
-
ექსპერიმენტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სიცრუეში დარწმუნება შეგვიძლია ექსპერიმენტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სიცრუეში დარწმუნება შეგვიძლია
გადახედვა
-
როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი
გადახედვა
-
ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს? ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს?
-
აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ გამოთქმებს ცხოველებზე? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ გამოთქმებს ცხოველებზე?
-
წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად
-
ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა
გადახედვა
-
ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა
გადახედვა
-
"მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან" — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის "მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან" — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის
-
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილს 8 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს მიხეილ ყაველაშვილს 8 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
გადახედვა
-
სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს
გადახედვა
-
ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს
გადახედვა
-
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
-
ევერესტზე ახალი რეკორდი დამყარდა — 274 ალპინისტმა მწვერვალი ერთ დღეში დალაშქრა ევერესტზე ახალი რეკორდი დამყარდა — 274 ალპინისტმა მწვერვალი ერთ დღეში დალაშქრა
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ
-
2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას?
კომენტარები