თუ დაკვირვებიხართ, რატომ გვიყვარდება ზოგიერთი ფილმი და სერიალი? რა იწვევს მათზე ჩვენს დამოკიდებულებას? ლამაზი კადრები, საინტერესო ისტორია, ჩვენი საყვარელი მსახიობი თუ სხვა რამ?

რა თქმა უნდა, ფილმის ან სერიალის ხარისხი მხოლოდ ერთ კომპონენტზე არ არის დამყარებული, მაგრამ პერსონაჟი, ყველა ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. თუკი გმირი ბოლომდე არ არის განვითარებული და მაყურებელი მასთან იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს, არ ესმის მისი მოტივაციები და არ უჩნდება მის მიმართ ემპათიის გრძნობა, ის აუცილებლად წარუმატებელი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის ეპოქაში წვდომა გვაქვს უამრავ ფილმზე თუ სერიალზე, მაინც შეიძლება სულ რამდენიმე პერსონაჟის გამორჩევა, რომელზეც შეიძლება თქვა რომ სარკესავით გგავს.

ფოტო: Sony Pictures

1. ფლიბეგი

ფოტო: BBC

თუკი ხართ ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარ თავში გაერკვეს, სურს, მაგრამ ეშინია სერიოზული ურთიერთობების და თავის სექსუალურობას არის ამოფარებული, ფლიბეგი შეიძლება შენი ალტერ ეგო იყოს.

2. მიგელი

ფოტო: Disney

დისნეის ბოლო დროის ყველაზე წარმატებული, ანიმაცია Coco გვაჩვენებს რამხელა მნიშვნელობა აქვს ოჯახს. მიგელის პერსონაჟი არ არის სტერეოტიპული მექსიკელი ბავშვი, რომელსაც ასე ვართ მიჩვეული. მისი ბავშვური ენთუზიაზმი ძალიან გადამდებია და მაყურებელში იმედის ნაპერწკალს უჩენს.

3. ჯესიკა ჯონსი

ფოტო: Netflix

ჯესიკა ჯონსის პერსონაჟი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. ჯესიკა ძლიერია, მას შეუძლია სხვები გაამხნევოს და დაიცვას, ამავდროულად თვითონ ატარებს დანაშაულის და სირცხვილის გრძნობას, რომლისგან გაქცევასაც ცდილობს. პერსონაჟის მსგავსი კომპლექსური განვითარება, ეხმარება მაყურებელს მასთან კავშირი დაამყაროს და საკუთარ ტრავმებს ასე გაუმკლავდნენ.

4. რებეკა ბანჩი

ფოტო: CW

თუკი ოდესმე ცალმხრივი სიყვარული განგიცდია, შეუძლებელია Crazy ex girlfriend-ის ყურებისას რებეკაში საკუთარი თავი არ ამოიცნო. მართალია, სერიალი მიუზიკლია და ზოგიერთი მომენტი ზედმეტად შორსაა რეალობისგან, ვესტ კოვინაში ყოველთვის შეხვდებით ისეთ პერსონაჟს, რომელიც შენთვის ძალიან ნაცნობია.

5. სტიჩი

ფოტო: disney

ლილო და სტიჩი გვაჩვენებს, არ არის აუცილებელი ადამიანებთან სისხლის ნათესაობა გაკავშირებდეს, მათ რომ ოჯახი უწოდო. თუკი შენ გყავს მეგობრების მცირე ჯგუფი, რომლებიც ისეთს გიღებენ როგორიც ხართ, მაშინ როცა საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობთ თავს, სტიჩის ნამდვილად კარგად გაუგებ.

6. ჯეინ ველანუელა

ფოტო: CW

მიუხედავად იმისა, რომ Jane the Virgin-ის სიუჟეტი ძალიან კომიკური და რეალობას მოწყვეტილია, Crazy Ex Girlfriend-ის მსგავსად, მისი პერსონაჟებიც ძალიან ახლობელი შეიძლება იყოს მაყურებლისთვის. განსაკუთრებით ჯეინი, რომელიც მუდამ ცდილობს საკუთარ მორალს, რწმენებს და იდეებს არ უღალატოს. ჯეინის დამოკიდებულება რელიგიის და ღმერთის მიმართ ბევრისთვის ძალიან ნაცნობია. სერიალის შემქმნელებმა შეძლეს და ისეთი სენსიტიური თემა, როგორიც ადამიანის რწმენა და რელიგიური შეხედულებებია, ძალიან რეალისტურად ასახეს.

7. რაპუნცელი

ფოტო: Giphy

მაყურებელს სიყვარული რაპუნცელს მხოლოდ გრძელი ოქროსფერი თმების გამო არ დაუმსახურებია. ადამიანებს ვისაც ზედმეტად კრიტიკული მშობლები ჰყავდათ, მარტივად მიამსგავსებენ საკუთარ თავს რაპუნცელს. პერსონაჟმა შეძლო და ამ ურთიერთობას თავი დააღწია. მართალია ყველაფერი ანიმაციურ სამყაროში მოხდა, მაგრამ ეს მაგალითია ადამიანებისთვის, ვისზეც მსგავსი სიტუაციები დიდ გავლენას ახდენს.