7 და 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან წინასწარი შეცნობით ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2019 წელს საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, ბრალდებულმა გარყვნილი ქმედება 7 წლის ბავშვის მიმართ განახორციელა.

On.ge-ს ინფორმაციით, 7 წლის ბავშვი ერთ-ერთ საავადმყოფოში დაზიანებებით იყო გადაყვანილი. შსს-ში ადასტურებენ, რომ არასრულწლოვანმა ქუჩაში მოძალადე დაინახა, შეეშინდა და გაიქცა, შემდეგ კი თხრილში ჩავარდა.

"გამოძიებით, ასევე, დადგინდა რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა 7 წლის ბავშვის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწოვანთანაც", — აცხადებენ უწყებაში.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1 -ლი და მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.